Airbus-ის წმინდა ზარალმა 2019 წელს €1.36 მლრდ შეადგინა

Airbus-ის წმინდა ზარალმა 2019 წელს €1.36 მლრდ შეადგინა

access_time2020-02-13 20:24:42

ავიამშენებელი კორპორაციის Airbus-ის წმინდა ზარალმა 2019 წელს €1.36 მლრდ შეადგინა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2018 წელს წმინდა მოგება €3 მლრდ იყო.Airbus-ის 2019 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კონსოლიდირებული შემოსავალმა €70.5 მლრდ შეადგინა, რაც 11%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.


”კომპანიამ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა, კომერციული თვითმფრინავების მიწოდების წყალობით შეძლო. 2020 წლისთვის, ჩვენი მიზანი იქნება, კორპორაციული კულტურის გაძლიერება, სამუშაო პროცესის გაუმჯობესება და ფინანსური შედეგების გასაუმჯობესებლად ხარჯების სტრუქტურის რეგულირება, ”- განაცხადა Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიიომ ფორიმ.


მისივე თქმით, ზარალის ერთ-ერთი მიზეზი საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტის აკრძალვასთანაა დაკავშირებული, რის შედეგადაც Airbus-მა ვერ შეძლო სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების A400M გაყიდვა და ამით €1.2 მლრდ დაკარგა. ზარალის მიზეზი გახდა ასევე, კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით გამოძიებების შეწყვეტა.


აღსანიშნავია, რომ 2019 წელს Airbus-ის მყარმა შეკვეთებმა 768 ლაინერი შეადგინა. 2018 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 747 თვითმფრინავი იყო.



2019 წლის ბოლოს შეკვეთების პორტფელმა 7482 კომერციული თვითმფრინავი შეადგინა. ვერტმფრენების ბაზარზე კი Airbus Helicopters-ს 2019 წელს 310 მყარი შეკვეთა ჰქონდა.


რაც შეეხება Airbus-ის სამხედრო-კოსმოსურ განყოფილებას, Airbus Defence and Space-მა 2019 წელს €8.5 მლრდ-ს შეკვეთა მიიღო.2020 წელს Airbus-ი ბაზარს სულ 880 კომერციულ თვითმფრინავს მიაწვდის.


Airbus-ის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 737 MAX-ის “გაჩერებით” კომპანიამ ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა.“ეს შეიძლება პარადოქსულადაც კი ჟღერდეს, მაგრამ Boeing-თან დაკავშირებული პრობლემებით ჩვენ ვერანაირ სარგებელს ვერ ვნახულობთ. ჩვენ სრულად ავიაკომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეგვიძლია”, – განაცხადა ფორიმ.


avianews.ge





საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up