ევროპის ავიამშენებელი კონცერნი Airbus SE მიმდინარე წელს 700-ზე ნაკლები ავიალაინერის მიწოდებას შეძლებს, რაც კომპანიის დაგეგმილ მაჩვენებელზე ნაკლებია.
როგორც Airbus-ი იტყობინება, კომპანიამ ნოემბერში დამკვეთებს 68 ავიალაინერი მიაწოდა, იანვარ-ნოემბერში კი ეს მაჩვენებელი ჯამში 565-ია.
კომპანიაში ფიქრობენ, რომ 2022 წლის მიწოდების მაჩვენებელი „უმნიშვნელოდ ნაკლები“ იქნება ნავარაუდევ 700 ლაინერზე. ზუსტ მაჩვენებელს კომპანია ამ ეტაპზე არ ასახელებს.
ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში, წლის განმავლობაში, Airbus-ს გათვლა 720 ლაინერის წარმოებაზე ჰქონდა, თუმცა შემდეგ ის 700-მდე კომპონენტის დეფიციტის გამო შეამცირა, მათ შორის იყო ძრავები. გასულ კვირას კომპანიის თავკაცმა განაცხადა, რომ სიტუაციის გაუმჯობესებას 2023 წელს არ მოელის.