Airbus 2035 წლიდან წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავებზე გადავა

Airbus 2035 წლიდან წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავებზე გადავა

access_time2020-11-22 21:00:23

ელექტრომობილების რაოდენობამ 2019 წელს 7 მლნ-ს გადააჭარბა, მაშინ როცა 5 წლით ადრე 1 მლნ-ზე ნაკლები იყო. ფასების ვარდნა, ერთ დამუხტვაზე გასავლელი მანძილის ზრდა და სახელმწიფო რეგულაციები გაყიდვებზე პოზიტიურად მოქმედებს. ავიაბაზარი ანალოგიური წარმატებით ჯერჯერობით ვერ დაიკვეხნის, თუმცა გეგმები ამ შემთხვევაშიც ამბიციურია.


ფრანგული Airbus ნულოვანი ემისიის მქონე თვითმფრინავის ექსპლუატაციასი ჩასვებას 2035 წლისთვის გეგმავს. ავიაინდუსტრიის გიგანტმა წყალბადის ძრავზე მომუშავე საჰაერო ხომალდის 3 კონცეპტი წარადგინა. თითოეული მათგანის ფრენის რადიუსი 3200 კილომეტრია, რაც საკმარისია პარიზიდან არამხოლოდ ლონდონამდე ან ბერლიანდმე, არამედ რომამდე, ლისაბონამდე, მოსკოვამდე და სტამბოლამდემანძილის დასაფარად. თითოეული თვითმფრინავი 200 მგზავრზე იქნება გათვლილი.


კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის გალიმ ფაირის განცხადებით ეკოლოგიურ საწვავზე მომუშავე თვითმფრინასვების წარდგენა სექტორისთვის ისტორიული მომენტია.


წყალბადზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანპორტი უკვე მოძრაობს პეკინში, სეულსა და ლონდონში. ფრანგულმა AIstom-მა წყალბადზე მატარებელიც გადაიყვანა. მსუბუქი ავტომობილებიდანყველაზე ცნობილი Toyota mirai-ა, თუმცა თუ 2018-2019 წლებში 440 000-ზე მეტი Tesla model 3 გაიყიდა, Toyota mirai-ს გაყიდვებმა 2015-2019 წლებში მხოლოდ 10 250 შეადგინა, აქედან უმრავლესობა - 6200 შეერთებულ შტატებში, 3500 თავად იაპონიაში და მხოლოდ 640 ევროპაში.



ნახშირორჟანგის ყოველწლიური ემისია 37 მლრდ ტონას აღწევს, საიდანაც 2%, ანუ 740 მლნ ტონა ავიაციაზე მოდის. 2050 წლისთვის ამ რიცხვის განახევრებაა დაგეგმილი.


წყალბადის სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტია. მზის მასის 73% და მოცულობის 90% წყალბადისგან შედგება. ყველაზე ძლიერი წყაბადის ბომბი თავისი დამანგრეველი ძალით ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბს 5000-ჯერ აღემატება. დედამიწაზე წყალბადი პრაქტიკულად მხოლოდ ნაერთის სახით გვხდება, მის მისაღებად ყველაზე გავრცელებული მეთოდი წყლის დაშლაა. თავად წყალი რომელიც პლანეტის ზედაპირის 70%-ზე მეტს ფარავს 2 ატომი წყალბადისა და 1 ატომი ჟანბადისგან შედგება.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
Airbus



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up