Airbnb-ზე რეგისტრირებული ბინების ზოგიერთი მფლობელი გადადის ტრადიციულ გაქირავებაზე და ქონების მიწოდება მცირდება - თიბისი კაპიტალი

Airbnb-ზე რეგისტრირებული ბინების ზოგიერთი მფლობელი გადადის ტრადიციულ გაქირავებაზე და ქონების მიწოდება მცირდება - თიბისი კაპიტალი

access_time2022-09-22 18:00:52

2022 წლის აგვისტო არ იყო ისეთი აქტიური თბილისის Airbnb ბაზრისთვის, როგორც თავდაპირველად მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში „საცხოვრებელი უძრავი ქონება თბილისში“ არის აღნიშნული.


Airbnb-ზე აქტიური განცხადებების რაოდენობა აგვისტოში წინა თვესთან შედარებით კიდევ უფრო შემცირდა (-2.5%). ეს მაჩვენებელი დარჩა პანდემიამდელ დონეზე. ერთხელ მაინც დაჯავშნილი ქონების რაოდენობაზეც დაფიქსირდა კლება (- 3,7%) 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. გარდა ამისა, დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა 2019 წლის დონეს 25%-ით ჩამორჩა.


დაბალი მიწოდების გამო, დაკავებულობის კოეფიციენტი გაუმჯობესდა აგვისტოში და გადააჭარბა წინა თვესა და პანდემიამდელ დონეს, შესაბამისად, 4 პროცენტით და 37 პროცენტით. მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა მთლიანი ბაზრის შემოსავალი (+1.8%), წლიური მაჩვენებელი 13%-ით ნაკლებია 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით.



ბოლო სიტუაციისა და იმიგრაციის შემდგომი ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ბინის გაზიარების ბაზარმა შესაძლოა გაიმეოროს ტენდენციები, რომლებიც დაფიქსირდა 2022 წლის მარტ-მაისში: Airbnb-ზე რეგისტრირებული ბინების ზოგიერთი მფლობელი გადადის ტრადიციულ (გრძელვადიან) გაქირავებაზე, ამიტომ ამცირებს Airbnb ქონების მიწოდებას ბაზარზე. 


„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, ლარის ნომინალური გამყარება აშშ დოლართან მიმართებაში იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც დადებითად მოქმედებდა გაყიდვისა და იჯარის ფასებზე აგვისტოში. ასევე, საზღვრის გადაკვეთის, უნაღდო დანახარჯებისა და არარეზიდენტების მიერ საქართველოს ბანკებში ანგარიშის გახსნის შესახებ მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მიგრანტები საქართველოში უფრო დიდხანს დარჩებიან, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი. ომის გახანგრძლივებამ, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურმა სანქციებმა და ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეჩერებამ, შესაძლოა საქართველოში მიგრანტების ახალი ტალღების ნაკადი გამოიწვიოს.




თეგები:
Airbnb



„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს
access_time2022-09-30 14:00:12
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% -ით გაიზარდოს. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა - ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა. „თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% --ით მოგვიწევს ფასის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...


მსგავსი სიახლეები

up