Airbnb-ს ჯავშნებმა პირველ კვარტალში 52%-ით მოიმატა

Airbnb-ს ჯავშნებმა პირველ კვარტალში 52%-ით მოიმატა

access_time2021-05-14 12:10:00

Reuters-ის ცნობით, უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმა Airbnb-ს პირველი კვარტლის მთლიანმა ჯავშნებმა და მოგებამ გუშინდელ ვაჭრობაზე უოლ-სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა. მთლიანმა კვარტალურმა ჯავშნებმა 52 %-ით მოიმატა და 10,29 მლრდ დოლარს მიაღწია მაშინ, როცა ანალიტიკოსები Airbnb-ს 6,93 მილიარდ დოლარზე მეტ ჯავშნებს არ პროგნოზირებდნენ. Refinitiv-ის ანგარიშის მიხედვით, 31 მარტს დასრულებულ პირველ კვარტალში Airbnb-ს მოგება 5,4%-ით, 886,9 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რამაც 714,4 მილიონი დოლარის შეფასების ნიშნულს გადააჭარბა. აშშ-ში 60 წლის და მეტი ასაკის სტუმრების შეკვეთები მიმდინარე წლის თებერვლიდან მარტში 60%-ზე მეტად გაიზარდა, რადგან ამ ასაკის ადამიანები ვაქცინაციის პირველ ჯგუფს განეკუთვნებიან.


„სწორედ სწრაფმა ვაქციანციამ და შეზღუდვების შემსუბუქებამ განაპირობა ჩვენს პორტალზე შვებულების ჯავშნების მატება,“ - აცხადებენ Airbnb-ში.


სან-ფრანცისკოში ბაზირებულ კომპანიაში მოელიან, რომ მეორე კვარტალში 2019 წლის ანალოგიური მოგება ექნებათ. მეტიც, შიდა ქალაქებსა და საზღვრებსგარეთ ჯავშნების მატებას Airbnb მომდევნო კვარტლებშიც პროგნოზირებს. მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან ჩესკი მოელის, რომ კომპანია, ასევე, გრძელვადიანი და ბიზნეს-ჯგუფების მოგზაურთა ჯავშნებისგანაც ნახავს მოგებას.



კონკურენტებთან შედარებით, Airbnb-მ პანდემია შედარებით იოლად გადაიტანა, რადგან სოციალური დისტანცირების დროს გაქირავებაში აქცენტს სივრცით შენობებზე და მსხვილი ქალაქებიდან დაშორებულ ლოკაციებზე აკეთებდა. კომპანიას თებერვლიდან ჯავშნების რაოდენობა დიდ ბრიტანეთშიც სწრაფად მოემატა, როცა მთავრობამ კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა. მოთხოვნა გაიზარდა საფრანგეთშიც, სადაც მიმდინარე თვის დასაწყისში მოგზაურობის შეზღუდვები შემსუბუქდა.


BPN.GE


თეგები:
Airbnb



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up