Airbnb კორონავირუსის გამო 25 მილიონით დაეხმარება აპარტამენტების გამქირავებელ მასპინძლებს

Airbnb კორონავირუსის გამო 25 მილიონით დაეხმარება აპარტამენტების გამქირავებელ მასპინძლებს

access_time2020-03-31 15:32:27

აპარტამენტების დაჯავშნის ყველაზე პოპულარულმა საიტმა, Airbnb-მ, 250 მილიონი აშშ დოლარი გამოყო იმ მასპინძლების დასახმარებლად, რომელთა საქმიანობაზე გავლენა იქონია ახალი კორონავირუსის პანდემიამ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სტუმარმა COVID-19-ის გამო გააუქმა 14 მარტი - 31 მაისის პერიოდის ჯავშანი, Airbnb მასპინძელს, ბინის მფლობელს, გადაუხდის გაუქმებული ჯავშნიდან მისაღები თანხის 25 პროცენტს. Airbnb-მ გამოაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება გავრცელდება უკანა რიცხვითაც, ანუ უკვე გაუქმებულ ჯავშნებზეც.


Airbnb ამ გადაწყვეტილებით ცდილობს გამოასწოროს ბინების მფლობელთა, მასპინძელთა მდგომარეობა. Airbnb-ს საიტზე რეგისტრირებული მასპინძლები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კორონავირუსის მიზეზით ჯავშნების მასობრივად გაუქმებისა და სტუმრებისთვის თანხების დაბრუნების გამო.


ბრაიან ჩესკიმ, Airbnb-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, სპეციალურ მიმართვაში მოუბოდიშა პარტნიორ მასპინძლებს, რომ გადაწყვეტილება სტუმრებისთვის თანხების დაბრუნების შესახებ მათთან კონსულტაციების გარეშე მიიღო: „იცოდეთ, რომ ეს არ იყო საქმიანი გადაწყვეტილება, არამედ ის ეფუძნებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებსო“.



ამგვარი გადაწყვეტილების კომპენსაციის მიზნით 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის გარდა, Airbnb-მ შექმნა 10 მილიონი აშშ დოლარის ფონდი. მასში 9 მილიონი დამფუძნებლებმა გადარიცხეს, ხოლო 1 მილიონი კომპანიის თანამშრომლების შენატანია. ამ ფონდიდან გაიცემა 5 000 დოლარის გრანტები Airbnb-ს „სუპერმასპინძლის“ (სუპერჰოსტი) სტატუსის მქონე პარტნიორებისთვის.


ბრაიან ჩესკის მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ Airbnb-ს 40 ათასამდე მასპინძელი დაეხმარა კომპანიას კორონავირუსთან ბრძოლის ეგიდით 100 ათასამდე ექიმის დაბინავებაში.


Airbnb მთელ მსოფლიოში ბინების ონლაინდაჯავშნის პლატფორმაა, რომლითაც საქართველოშიც აქტიურად სარგებლობენ როგორც ტურისტები, ასევე ბინების გამქირავებლები. ამჟამად ამ სისტემაში საქართველოდან 10 000-ზე მეტი ბინის განცხადებაა გამოქვეყნებული.


რადიო თავისუფლება 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up