Airbnb-ის ბაზარი თითქმის სრულად აღდგა 2022 წლის მარტში. ამის შესახებ ინფორმაციას GALT & TAGGART ავრცელებს. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან მარტში Airbnb-ის მოთხოვნამ თბილისსა და ბათუმში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
კვლევის მიხედვით, 2022 წლის მარტში Airbnb-ის მოთხოვნამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია თბილისში პანდემიის დაწყებიდან. ბაზარი თითქმის სრულად აღდგა - 2022 წლის მარტში იჯარაზე მოთხოვნამ 2019 მარტის 91% შეადგინა. მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შედეგად მკვეთრად გაიზარდა დატვირთულობაც (81% მედიანური უძრავი ქონებისთვის) და ფასებიც (36 აშშ დოლარი ღამეში საშუალო ქონებისთვის). ასევე წლიურად 14%-ით გაიზარდა იჯარა გრძელვადიანი გაქირავების ბაზარზე. • Airbnb მოთხოვნა ასევე მკვეთრად გაიზარდა ბათუმშიც. 2022 წლის მარტში იჯარაზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა (2019 წლის მარტის დონის 405%) წინა თვესთან შედარებით, როცა აღდგენა 228% იყო.
თუმცა, GALT & TAGGART-ის ინფორმაციით, მიგრანტებს ნაკლები გავლენა ჰქონდათ სასტუმროების შემოსავლებზე Airbnb-თან შედარებით. ეს შეიძლება აიხსნას მიგრანტების და ტურისტების განსხვავებული ქცევით.
„სასტუმროებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა არც თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებში და არც ბათუმში. Airbnb-ისა და სასტუმროების ბაზრების აღდგენის ასეთი კონტრასტული განსხვავება იხსნება მიგრანტებისა და ტურისტების განსხვავებული მოთხოვნებით. მიგრანტები თბილისში/ბათუმში დიდი ხნით დარჩენას აპირებენ. ამიტომ, ისინი სასტუმროებთან შედარებით უფრო იაფიან ვარიანტებს ეძებენ და ზოგჯერ გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულების დადებას ირჩევენ Aibnb-ის გამქირავებლებთან“, — აღნიშნულია კვლევაში.