6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.
20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:
✔️ რიგა - თბილისი | ყოველ ოთხშაბათს
✔️თბილისი - რიგა | ყოველ ხუთშაბათს
20 აგვისტოდან ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება:
✔️ რიგა - თბილისი | ოთხშაბათსა და კვირას
✔️ თბილისი - რიგა | ხუთშაბათსა და ორშაბათს
ფრენები Airbus A 220 - 300 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.