Air Cairo საახალწლოდ თბილისსა და შარმ-ელ-შეიხს შორის ფრენების განახლებას გეგმავს

Air Cairo საახალწლოდ თბილისსა და შარმ-ელ-შეიხს შორის ფრენების განახლებას გეგმავს

access_time2020-10-22 20:30:00

COVID-19-ის პანდემიისა და მსოფლიო ავიაციაში შექმნილი კრიზისის მიუხედავად, ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს მიმართულებით ბიზნეს გეგმებს არ ცვლის და ქვეყნის ავიაბაზარზე ოპერირებით ისევ დაინტერესებულია.

ამიერიდან საქართველოში Air Cairo-ს ​ გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელია” (Avianet), მხარეებს შორის ხელშეკრულება შეთანხმება უკვე გაფორმებულია.

როგორც “ავიაქსელში” განმარტავენ, Air Cairo-ს შარმ-ელ-შეიხიდან თბილისის მიმართულებით გეგმავს ავიარეისების განხორციელებას.

“ავიაკომპანია დაინტერესებულია, რომ ზამთრის სანავიგაციო პერიოდში რეგულარული ფრენები განახორციელოს. მას შემდეგ რაც საქართველოს რეგულარულ ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის და საქართველოსა და ეგვიპტეს შორის რეგულარული ფრენების განხორციელების საშუალება იქნება Air Cairo-ს ​ შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით სურს ოპერირება. რეისების განახლებას კომპანია, საახალწლოდ, 20 დეკემბრიდან ვარაუდობს.


ავიაკომპანიის გეგმაშია ასევე ისიც, რომ ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში საქართველოს მიმართულებით რეისები ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელოს, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ქვეყნებს შორის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული და საბოლოო გადაწყვეტილებაც მოგვიანებით იქნება მიღებული”, – განმარტავენ “ავიაქსელში”.

ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებდა და თბილისის მიმართულებით ფრენებს შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადადან ანხორციელებდა.

Air Cairo წარმოადგენს EGYPT AIR-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.

avianews.ge


თეგები:
Air Cairo



ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება

ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
access_time2020-11-25 09:55:55
ლიბერთის შეთავაზება, სპეციალურად პედაგოგებისთვის, სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის...

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“
access_time2020-11-25 12:03:44
ახლა, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოში 477 მგვ ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდა.   წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა განაპირობებს ელექტროენერგიის მზარდს იმპორტს, ხედავენ თუ არა დარგის...

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...


მსგავსი სიახლეები

up