აიკრძალება თუ არა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები? - სექტორი ინიციატივას აფასებს

აიკრძალება თუ არა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები? - სექტორი ინიციატივას აფასებს

access_time2022-09-22 00:00:44

ქვეყანაში შესაძლოა ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა. მან „ინტერპრესნიუსთან“ თქვა, რომ საუბარია „ევრო 5“-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე, რაც 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება. მეგრელიშვილის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.


თუ როგორ  აფასებს ამ საკითხს  სექტორი, BMGTV - ს  ეთერში საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრმა ალექსანდრე ნონიაძე და „ქარლოუის“ დამფუძნებელმა ლევან ხუბულავამ ისაუბრეს.


ალექსანდრე ნონიაძე თქმით, ავტოიმპორტიორთა ასოციაცია მომხრეა, რომ ავტომობილებმა ტექნიკური დათვალიერება გაიაროს, ეკოლოგიას ყურადღება მიექცეს და პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები ყოველთვის აისახება ჯიბეზე და ყველაზე მეტად მოქალაქეებს აზარალებს.

 

„ჩვენ მომხრე ვართ იმის, რომ ავტომობილებმა  ტექნიკური  დათვალიერება  გაიაროს. მომხრე ვართ იმისი, რომ ეს  პრობლემა  მოგვარდეს, თუ მომავალი გვინდა ეკოლოგიას დრო უნდა დავუთმოთ, მაგრამ ეკონომიკაში უფასო სადილები  არ  არსებობს და  რაღაც გადაწყვეტილებას  რომ  იღებენ ეს ძირითადად მოქალაქეების ჯიბეს  ურტყამს. ავტომობილების 90%-ი, რომელიც  საქართველოში  გადაადგილდება ათ წელიწადზე  ზემოთ  ხანდაზმულობისაა. ერთის მხრივ ეს ეკონომიკურად ურტყამს ჯიბეს და მეორეს მხრივ მიდგომა არასწორია. არ  შეიძლება, რომ ეკონომიკურ  გამოწვევებს  სამართლებრივი  ბერკეტებით  ვებრძოლოთ. ეკონომიკურ გამოწვევებს ისევ ეკონომიკური ბერკეტებით უნდა ებრძოლო. ეს არის იდეის დონეზე, მაგრამ რაც გაჟღერდა და ჯერ პარლამენტშიც არ არის ინიციირებული, მაგრამ ვთქვათ ეს გადაწყვეტილება  მიიღეს, ეს  გამოიწვევს იმას, რომ დაზარალდება ერთის მხრივ მომხმარებელი, რომელიც გვყავს ქვეყნის შიგნით, მეორეს მხრივ იმპორტიორი. ამბობენ რეექსპორტს არ შეეხებაო, მაშინ რას შვება ავტოიმპორტიორი რომელმაც შემოიყვანა ეს მანქანები და რეექსპორტით ვეღარ გაყიდა? პანდემიის გამო ჩვენი სექტორი ისედაც  დაზარალდა, რატომ ფიქრობენ, რომ პარლამენტში რაღაცას  150 კაცი გადაწყვეტს და ასე იქნება? აუცილებელია, რომ ეკონომიკურ  გამოწვევებს ეკონომიკური პარამეტრებით ვებრძოლოთ და არა ჩაქუჩის ერთი დარტყმით.

 


ვთქვათ შემოვიდა 2013 წლის ავტომობილი, ერთი წლის განმავლობაში ექსპლუატაციის  შემდეგ  ეს  ავტომობილი თავის ტექნიკური მონაცემებით 1997 წლის  ავტომობილს  დაემსგავსება. თუ კატალიზატორების  ჩაბარება და ქვეყნიდან გატანა  არ ავკრძალეთ, მეორეს  მხრივ  საწვავის ხარისხს არ გავზრდით ერთ წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ  ის  ევრო 5 გახდება  ევრო 3“, - აღნიშნა ალექსანდრე ნონიაძემ.

 

„ქარლოუდის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანიამ  ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბოლო 6 თვეში საქართველოს მოსახლეობის მიერ შეძენილი მანქანების გამოშვების თარიღი  2011 წლიდან 2015 წლამდე მერყეობს.


„აკრძალვით ვერაფერს ვერ შევცვლით. კომპანიაში ჩავატარეთ კვლევა და ვნახეთ, რომ ბოლო 6  თვეში  შეძენილი  ავტომობილები, რომელიც  საქართველოს მოსახლეობისთვისაა გათლილი,  გამოშვებულია  20111 წლიდან  2015 წლამდე.  ჩვენი კომპანიის მონაცემებით, მომხმარებლები სწორედ ამ წლებში გამოშვებულ მანქანებს ყიდულობენ, 2015 წლის  შემდეგ გამოშვებული მანქანების გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. შესაბამისად ამ აკრძალვის მომხრე ვერანაირად ვერ  ვიქნები.

 

ჯერჯერობით  ავტოიმპორტიორებს  ამ  საკითხთან  დაკავშირებით არც  ხელისუფლებასთან არც  მთავრობის  წევრებთან კომუნიკაცია  არ გვაქვს, იმედი მაქვს რომ ასოციაცია  დაგვეხმარება და ამ საკითხზე  მუშაობას  ერთობლივად დავიწყებთ“ -  აღნიშნა ლევან ხუბულავამ.

 

 






ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up