„აიჰაბ თბილისის“ დირექტორი: სტარტაპერების საშუალო ასაკი 35-დან 50 წლამდეა

„აიჰაბ თბილისის“ დირექტორი: სტარტაპერების საშუალო ასაკი 35-დან 50 წლამდეა

person access_time2016-04-25 17:53:27

ინტერვიუ „აიჰაბ თბილისის“ დირექტორ ილია ღლონტთან 


- რამდენადაც ცნობილია ტექნოლოგიურ სტარტაპებს მთავრობის მიერ ინიცირებული ტექნო პარკი ემსახურება. რას წარმოადგენს თქვენი პროექტი, იგივე სერვისებს სთავაზობთ დამწყებებს თუ რაიმე სიახლე არის? 


- ტექნო პარკი საკმაოდ კარგად და გამართულად მუშაობს. სხვადასხვა სფეროში ჩვენც ვთანამშრომლობთ „ტექნო პარკთან“ და მომავალში ვაპირებთ უფრო გავაფართოვოთ. შინაარსობრივად მსგავსი ტიპის სივრცე გვაქვს, თუმცა ჩვენ უფრო მეტად ვართ ორიენტირებულები იმაზე, რომ სტარტაპები, რომლებიც ჩვენთან მოვლენ, უზრუნველვყოთ ტექნიკით და მეთვალყურეობით. მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ კონკრეტულ სტარტაპებს მოვემსახურებით, რომლებიც ჩვენთან მოვლენ. 


- გარდა იმისა, რომ ბიზნესი დამწყები უნდა იყოს, რა კრიტერიუმებით არჩევთ ბენეფიციარს და როგორ უნდა მოგმართოთ?


 - საუბარი გვაქვს ინოვაციურ სტარტაპებზე. ეს გულისხმობს, რომ მზარდი ბიზნესია, ანუ ეგრედწოდებული ჰოკეის ჯოხის სტილით უნდა იზრდებოდეს მომავალში მისი შემოსავლები. თუ რომელიმე სტარტაპს ჩვენთან მოხვედრა სურს, მას შეუძლია  ამის გაკეთება ჩვენს ფეისბუქის გევრდზე არსებული აპლიკაციის მეშვეობით. 


- გასულ კვირას პრეზენტაცია გამართეთ სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, რამდენად მაღალია ახალგაზრდების აქტივობა საქართველოში შექმნან საკუთარი პროექტები და ძირითადად რა პროექტებით შემოდიან? 



- აქტივობა ჯერ კიდევ პრობლემურია, თუნდაც ჩვენი წარსულის თუ ქვეყანაში არსებული გარემოებების გამო იმ კუთხით, რომ ცოტა ინიციატივებია. თუმცა ზოგიერთი ინიციატივა ძალიან წარმატებულია. ძირითადად ეს ეხება Mymarket.ge-ს მსგავს საიტებს და გაყიდვების საიტებს. ასევე ბევრი პროექტია საგანმანათლებლო სივრცის კუთხით. ასევე გვაქვს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სტარტაპი, რომელიც უცხო ენების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს ყველა მსურველს. ესენია: ინგლისური, იტალიური, რუსული და ა.შ. დაინტერესება ჯერ კიდევ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც გვინდა, თუმცა მთავრობის აქტივობით, ასევე ჩვენი აქტივობით და ამ სივრცეში დაწყებული აქტივობით ძალიან სწრაფად გაიზრდება ამ კუთხით ინიციატორების რაოდენობა. 


- „აიჰაბ თბილისი“ 2015 წლის ნოემბერში გაიხსნა. როგორია შედეგები, ანუ რამდენი ბიზნესი დააფინანსეთ და რამდენად წარმატებული გამოდგა პროექტები? 


- ზოგადად ძალიან მოკლე პერიოდზე ვსაუბრობთ იმისთვის, რომ მაღალი შედეგები გვქონდეს. 2015 წლის დეკემბერში ჩვენ ჩავატარეთ ფორუმი, გვყავდა 17 სტარტაპი, აქედან შევარჩიეთ 6 სტარტაპი, რომლიდანაც ერთი გაემგზავრა ტალინში და მოლაპარაკების ეტაპზეა დაფინანსების კუთხით. ასევე საგანმანათლებლო სტარტაპი იყო სინგაპურში და ახლა „ვირტუალური ხელთათმანი“ მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. შემდეგ 2 ქართული სტარტაპი დუბაიში მიემგზავრება და საბოლოო შედეგებს მაისში გავიგებთ. 


- რამდენადაც ცნობილია თქვენი ოფისი მხოლოდ თბილისში მოქმედებს, ეს რამდენად აფერხებს რეგიონებში ჩართულობას და თუ აპირებთ რეგიონებში გასვლას? 


- ამ ხნის განმავლობაში გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ თბილისით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა რეგიონებში და ამრიგად ჩვენმა ფონდმა გადაწყვიტა, რომ მაისის ბოლოსთვის მოლაპარკება დასრულებული გვექნება ბათუმის ადგილობრივ მთავრობასთან და სავარაუდოდ სექტემბერში გვექნება „აიჰაბ ბათუმი“. მომავალში სხვა რეგიონებზე გასვლაც გვინდა, რათა მოვიცვაც მთელი საქართველო და არამარტო საქართველო. 2017 წლის მეორე ნახევარში ერევანში და ბაქოშიც უნდა ქონდეს „აიჰაბს“ თავისი ოფისები. 


- თუ იქნება შესაძლებელი, რომ რეგიონის წარმომადგენლებმა მოგმართონ თბილისში? 


- რა თქმა უნდა. „აიჰაბ თბილისი“ მარტო თბილისის მასშტაბით არ შემოიფარგლება, ნებისმიერ სტარტაპერს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს ჩვენთან თბილისის ოფისში, შეავსოს აპლიკაცია და მოგვმართოს. 


- თუ არის გასაზღვრული რა ასაკიდან არის შესაძლებელი მოგმართონ და თუ არის ზედა ზღვარი? 


- საერთაშორისო პრაქტიკამ და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამ სფეროში არ შეიძლება რამეში ზღვარი დააწესო, მითუმეტეს ასაკში. ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი არის 12-13 წლიდან, რომლებმაც სხვადასხვა ინოვაციური გამოგონება შექმნეს. ასევე სტარტაპერების საშუალო ასაკი 35-დან 50 წლამდეა. ამრიგად არ ვზღუდავთ ადამიანებს ასაკში.



29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up