აიცერი, დააზღვიე სიცოცხლე -

აიცერი, დააზღვიე სიცოცხლე - "ჯიპიაიმ" თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

access_time2021-09-09 16:00:40

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანიაში ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია სახელწოდებით - „აიცერი, დააზღვიე სიცოცხლე!“ დაიწყო. კამპანიის მიზანია, წლის ბოლომდე ჯიპიაის თანამშრომლების მინიმუმ 85% სრულად იყოს ვაქცინირებული.


თანამშრომლებში, ვაქცინაციის პროცესზე ცნობიერების გაზრდის მიზნით ყოველკვირეულად იმართება ლაივ კითხვა-პასუხის სესიები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ექიმებთან, ფსიქოლოგებთან, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან. ყველა თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა, დასვას მისთვის საინტერესო კითხვა და პასუხი ინდივიდუალურად მიიღოს.


საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში თანამშრომლებს ყოველდღიურად მიეწოდებათ სხვადასხვა სანდო წყაროზე დაფუძნებული ინფორმაცია ვაქცინებზე, მათ სარგებლიანობაზე. ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც საშუალებას აძლევთ თავად გააკეთონ დასკვნები ვაქცინაციის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. შიდა საკომუნიკაციო პლატფორმების დახმარებით თანამშრომლებს საშუალება აქვთ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და წაახალისონ ყველა, ვინც ჯერ კიდევ არ არის აცრილი.



კომპანიის მასშტაბით წამახალისებელი ლატარიაც ჩატარდება, სადაც ჯიპიაის 30 თანამშრომელს, რომელიც სრულად იქნება ვაქცინირებული 15 ოქტომბრამდე მოიგებს სოლიდური პრიზებს.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ HR დირექტორი ნინო ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასასრულებლად ერთადერთი არჩევანია. "გვინდა, ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაცია ჩვენი თანამშრომლებით დავიწყეთ. ამ ეტაპზე ჯიპიაიში დასაქმებულების 50% უკვე ვაქცინირებულია, თუმცა გვინდა ეს რიცხვი წლის ბოლომდე მინიმუმ 85%-მდე გავზარდოთ და ყველაზე უსაფრთხო სადაზღვევო კომპანია გავხდეთ. აქტიური შიდა საინფორმაციო და სამოტივაციო კამპანია გვაქვს კომპანიის შიგნით, რათა რაც შეიძლება მეტი კოლეგა დავარწმუნოთ ვაქცინაციის აუცილებლობაში. ჩვენთან 700-მდე ადამიანი მუშაობს და იმედი გვაქვს, ჩვენი კამპანია არამხოლოდ მათზე მოახდენს გავლენას, არამედ თანამშრომლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებზეც. ამასთან, ვგეგმავთ იმ მომხმარებლების წახალისებასაც ვინც ვაქცინირებულია", - განმარტავს ნინო ხაჭაპურიძე.


ჯიპიაი ჰოლდინგში ამბობენ, რომ პანდემიის დასრულება ქვეყნის ეკონომიკის ამუშავების და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების ერთადერთი გზაა. ვაქცინაცია კი ამ პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს. „Covid-19-ის გავრცელების პრევენცია ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლებიც სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ვაქცინაციის პროცესს და დაგვეხმარებიან საერთო მიზნის მიღწევაში,“ - აცხადებენ კომპანიაში.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up