Stopcovid ლატარიაში ,,აიცერი და მოიგე’’ 14 სექტემბრიდან უკვე მოგებულია 80 000 ლარი, რომელიც 640 ვაქცინირებულმა ადამიანმა მოიგო. თბილისი, თერჯოლა, ქუთაისი, დედოფლისწყარო, გარდაბანი, გორი - მოგებები მთელი საქართველოს მაშტაბით ფიქსირდება.
მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელია ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთა მისამართების ნახვა მომხმარებლებს ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge - ზე შეუძლიათ.
ლატარია ,აიცერი და მოიგეს’’ გათამაშება ყოველდღიურად იმართება, სადაც 100 და 500 ლარის მოგებები თამაშდება, ხოლო 20 სექტემბერს, პირველად გაიმართება ყოველკვირეული გათამაშება, სადაც ვაქცინირებული ადამიანები 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარს მოიგებენ.
გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოს ყველა ვაქცინირებული მოქალაქე. ვაქცინირების პირველი დოზის მიღების დროს მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება NCDC-ის უნიკალური კოდი, რომელიც ამავდროულად მონაწილეობს ლატარიის გათამაშებებში.
STOPCOVID ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი აქტიურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება.
გათამაშებების შედეგების ხილვა მომხმარებელს შეეძლება stopcov.lotto.ge - ზე, იგივე საიტზე სპეციალურ გრაფაში ,,გათამაშების შედეგებში’’ პირადი ნომრის შეყვანით, ხოლო მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრებში უშუალოდ მოგების განაღდების დროს.
1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდებაშესაძლებელია ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის'' სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველამსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოსმასშტაბით, ხოლო 1500 — 100 000 ლარის მოგებისშემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირადსაბანკო ანგარიშზე.
კომპანიის სერვის ცენტრების მისამართების ხილვა შესაძლებელია გთამაშების ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge -ზე.
(R)