აგვისტოს თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 20.9 მლნ ლარით გაიზარდა და 559.9 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 30.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის 2020 წლის აგვისტოს „თვის მიმოხილვაში“.
საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.2 პროცენტს გაუტოლდა.