აგვისტოს დასაწყისში თბილისში „მაკდონალდსის“ ორი ახალი რესტორანი იხსნება.
„კომერსანტთან“ საუბრისას „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ ახალი და განსხვავებული დიზაინის მქონე „მაკდონალდსის“ რესტორნების ანალოგი საქართველოში ჯერ არ ყოფილა.
„პანდემიის პირობებში მთელს ევროპაში მხოლოდ ერთი რესტორანი გაიხსნა, ხოლო საქართველოში იხსნება - ორი. აგვისტოს პირველ კვირას გაიხსნება ორი ახალი რესტორანი- ერთი აეროპორტის გზაზე, ხოლო მეორე - დიღმის ტრასაზე. რესტორანს ახალი დიზაინი ექნება, რომლის მსგავსი წელს ჯერ არსად გახსნილა.“ - განმარტავს თემურ ჭყონია.
„Mcdonalds”-ის ობიექტები უკვე 20 წელია საქართველოში ფუნქციონირებს. ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ შეძლო მთელი ქვეყვნის მასშტაბით 20-მდე რესტორანი გაეხსნა და მომხმარებლისთვის ბევრი სიახლე შეეთავაზებინა.
ანი ცარციძე