საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი -5.6 პროცენტია.
2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.
ზრდაზე ნეგატიური გავლენა იქონია ექსპორტის მოცულობის 14.7%-იანმა კლებამ. გარდა ამისა, შემცირებულია დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა, რამაც გასულ თვეში 6.9 მილიარდი ლარი შეადგინა. 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული. ახალრეგისტრირებული კომპანიებს რაოდენობა კი 3183-ს შეადგენს, რაც 4.4%-ით ნაკლებია.