აგვისტოში საგზაო ბიტუმის, თხევადი აირისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა, ხოლო ზეთების იმპორტი შემცირდა

აგვისტოში საგზაო ბიტუმის, თხევადი აირისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა, ხოლო ზეთების იმპორტი შემცირდა

access_time2019-09-10 14:00:00

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2019 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.



„ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის აგვისტოს თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,50 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,36 ათასი ტონა (22,5%), რუსეთი - 0,17 ათასი ტონა (10,6%), გერმანია - 0,13 ათასი ტონა (8,1%), უკრაინა - 0,10 ათასი ტონა (6,25%) და სხვ.



მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 12,8 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.



2019 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,8 ათასი ტონა, რაც 1,8 ათასი ტონით მეტია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.



ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის აგვისტოში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 6,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 48,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე - 3,3 ათასი ტონა (25,8%), თურქეთი - 3,3 ათასი ტონა (25,8%).




მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 75,5 ათასი ტონა, რაც 10,50 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (65,0 ათასი ტონა).



2019 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 27,5 ათასი ტონა, რაც 8,2 ათასი ტონით აღემატება ივლისის თვის მაჩვენებელს. აქედან იმპორტის 80,7% (22,2 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 3,2 ათასი ტონა (11,6%), აზერბაიჯანი - 1,9 ათასი ტონა (6,9%), თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (0,7%).



მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 110,5 ათასი ტონა, რაც 52,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (58,1 ათასი ტონა).



2019 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 2,1 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება ივლისის თვის მაჩვენებელს.



მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 11,0 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (9,2 ათასი ტონა)“–ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.







გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა
access_time2019-10-18 17:55:11
ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს. „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური...


მსგავსი სიახლეები

up