აგვისტოში ეკონომიკა გასული წლის ამალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა. 8 თვის საშუალო ზრდამ კი 12% შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.
ერთ წელიწადში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 12.8%-ით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.4%-ით გაიზარდა.
იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 22.3%-ით $8.684 მლრდ-მდე, მათ შორის ექსპორტი 26%-ით $2.611 მლრდ-მდე და იმპორტი 20.7%-ით $6.073 მლრდ-მდე გაიზარდა.
აგვისტოში ახალდარეგისრტრირებუკლ საწარმოთა რიცხვი 13.2%-ით 3602-მდე და დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 31.2%-ით 9.298 მლრდ ლარამდე გაიზარდა.