"აგვისტოს ომზე სტრასბურგში წარსადგენი მტკიცებულებები ჩვენმა ხელისუფლებამ მოიძია"- არჩილ თალაკვაძე

access_time2021-01-23 15:20:09

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 2008 წლის ომზე ყველა მტკიცებულების მოძიება, დოკუმენტირება და სტრასბურგის სასამართლოში წარდგენა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მოხდა. და მიუხედავად ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, მაინც არ უკადრებიათ ეთქვათ, რომ ეს [სტრასბუგრის სასამართლოს გადაწყვეტილება] მხოლოდ პარტიული გამარჯვებაა. 

თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა - ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ 21 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება აგვისტოს ომის შესახებ არის "მისი მთავრობის მეორე გამარჯვება მისი გუნდის წასვლის შემდეგ". 

„700-ზე მეტი მტკიცებულება ჩვენ მოვიძიეთ და სტრასბურგში წარვადგინეთ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში და მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ 2013 წლამდე, მანამ, სანამ თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტრომ და ყველა სამსახურმა არ დაიწყო ამაზე მუშაობა, ელემენტარულად, ამ საერთაშორისო სამართლებრივ დავაზე ჩვენ არ გვქონდა წარდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიც არის, მაგალითად, ბალისტიკური რაკეტის ფრაგმენტები, არ გვქონდა წარდგენილი სეისმური სადგურების ჩანაწერები, არ გვქონდა წარდგენილი რადარების მონაცემები, არ გვქონდა წარდგენილი ვიდეო-მტკიცებულებები, როდესაც აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ ტყვეებს. არ გვქონდა წარდგენილი სატელეფონო ჩანაწერები და ის დოკუმენტები, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ გამოსცა ომის პერიოდში. შესაბამისად, ამ ყველაფრის დოკუმენტირება, ამ ყველაფრის მოძიება და წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვიკადრია და არ გვითქვამს, რომ ეს არის ჩვენი პარტიული გამარჯვება - ეს არის საქართველოს გამარჯვება". - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება 2020 წლის 21 იანვარს გამოაცხადა. სასამართლოს დიდმა პალატამ თავი შეიკავა, შეეფასებინა 8-12 აგვისტოს განვითარებული მოვლენები იმ დასაბუთებით, რომ გაუჭირდა იურისდიქციის დადგენა. 12 აგვისტოდან, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ხელმოწერიდან განვითარებულ მოვლენებზე კი განაცხადა, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლების დარღვევაზე. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ასევე დაარღვია წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლებს. 

რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა. 


2021 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა "ეფექტური კონტროლი" განახორციელა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებზე, "ბუფერულ ზონაზე" 2008 წლის 12 აგვისტოდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რაც არის რუსეთის ჯარების ოფიციალურად გაყვანის თარიღი. ამ პერიოდის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლობა იქ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლებების დამოკიდებულება რუსეთზე, მიუთითებს, რომ მისი "ეფექტური კონტროლი" ამ ორ რეგიონზე კვლავ გრძელდება.

Formulanews.ge





საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის...

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...


მსგავსი სიახლეები

up