აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის

აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის

access_time2018-08-09 13:00:00


რა გავლენა მოახდინა აგვისტოს ომმა საქართველოს ეკონომიკაზე და რა შეიცვალა რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაში აგვისტოს ომიდან 10 წლის განმავლობაში.


როგორც კომერსანტმა გაარკვია, 2008 წლამდეც და დღესაც რუსეთი კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორად, რასაც ციფრებიც ადასტურებს. მაგალითად,  ომიდან 10 წლის თავზე,  2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით,  ექსპორტის მიმართულებით რუსეთი 12.8%-ით პირველ ადგილზეა, იმპორტით კი 10.1%-ით მეორე ადგილზე. გარდა ვაჭრობისა, ოკუპანტი რუსეთი ლიდერია ეკონომიკის სხვა დარგებშიც: ტურიზმი, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მშენებლობა და ა.შ.


როგორ  იცვლებოდა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები - ამ საკითხზე IDFI-მ 2016 წელს სპეციალური კვლევა ჩაატარა. 


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყარო რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები დიდი ქართული დიასპორაა, რომლის არაოფიციალური რაოდებობა იმ დროისათვის დაახლოებით 800 ათასს შეადგენდა. რუსეთი ლიდერობს ექსპორტ-იმპორტშიც.






 

 

„კომერსანტის“ შეკითხვას, რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკაში ომიდან 10 წლის შემდეგ, ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ასე პასუხობს:

 

„საქართველო ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული რუსეთზე. თავის დროზე სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 18 %-მდე  მოდიოდა, ემბარგოს დაწესების შემდეგ  3 %-მდე ჩამოვიდა, რამაც მაშინ უდიდესი დარტყმა მიაყანა  საქართველოს ეკონომიკას. ეს კარგად იცის ჩვენმა მეზობელმა, ამიტომაც გარდა ტერიტორიების ანექსიისა,  იგი ეკონომიკურ ანექსიასაც ეწევა. ფაქტია, რუსული ბიზნესი მეტ მოგებას ნახულობს საქართველოში, ამიტომაც ზრდის კაპიტალდაბანდებას ჩვენს ქვეყანაში ან ობიექტებს ყიდულობს. საბოლოო ჯამში, როცა ასეთი ტენდენციაა, ჩვენი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, იქნება უდიდესი რისკი. მას დღეს აქვს ეკონომიკური ბერკეტი, რისი ამოქმედებაც ქვეყანას უფრო გააღარიბებს“.

 


ირაკლი მაკალათიას თქმით, გამოსავალი ხელისუფლების დამოკიდებულებაშია. სახელმწიფომ კერძო სექტორის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, რათა ბიზნესი რეალურად განვითარდეს, გაიზარდოს ინვესტიციების წილი დასავლეთის ქვეყნებიდან და გაღრმავდეს სავაჭრო ურთიერთობები ევროზონასთან. თუმცა ეკონომისტის მტკიცებით, დღეს ამ ყველაფერს ერთადერთი რამ უშლის ხელს - პოლიტიკური ნება.

 

„პოლიტიკური ნება რომ იყოს, სახელმწიფოს საკუთრებაში არ იქნებოდა ეკონომიკური აქტივების 80 %-მდე. ეს უკანასკნელი ხელისუფლებამ უნდა გადასაცეს კერძო სექტორს, რათა რეალურად დაწინაურდებს ბიზნესი. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება საშუალო ფენაც და დასავლეთთანაც მეტი კავშირები დამყარდება. არ ვამბობ, რომ რუსეთის ბაზარზე უარი უნდა ვთქვათ, უბრალოდ, უნდა მოხდეს ბაზრების დიფერენცირება, რათა ჩრდილოეთ მეზობელზე არ ვიყოთ ასე დამოკიდებული. სამწუხაროდ, დღეს სახლემწიფო კერძო სექტორს არ ანვითარებს“,- განმარტავს მაკალათია.

 

 

რაც შეეხება აგვისტოს ომამდე პერიოდს, საქართველოს ეკონომიკამ 2007 წელს თავის ისოტრიულ მაქსიმუმს მიაღწია და 12.6 % შეადგინა. ომის შემდეგ კი, 2008 წელს ეს მაჩვენებელი 2.4. %-მდე დაეცა და მომდევნო ორი წელი ეკონომიკის ყველა მიმართულებით კრიზისული აღმოჩნდა. ომის გარდა ვითარება მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა უფრო დაამძიმა. შედეგად 2008 წლის მესამე კვარტლიდან  თითქმის განახევრდა ინვესტიციების მოცულობა, შემცირდა ექპორტ-იმპორტი, პრობლემები შეექმნა საბანკო სექტორს, ვითარება გაუარესდა საერთაშორისო რეიტინგების თვალსაზრისითაც. კერძოდ,  Fitch Ratings-მა და Standard and Poor’s-მა საქართველოს სასესხო რეიტინგი კრედიტუნარიანობის გაუარესების გამო, BB- -დან B+ -მდე დააქვეითა.


მთავარი დარტყმა კი მაინც საფინანსო სექტორს მიადგა. ეს უკანასკნელი 2007 წელს 16.9 %-ი იყო, ომის შემდეგ კი 3.3. %-მდე დაეცა. შეფერხდა მშენებლობის მიმართულებაც. საერთო ჯამში, სპეციალისტების გათვლებით, პირდაპირი ზარალის მაჩვენებლმა 2 მლრდ აშშ. დოლარს მიაღწია.

 

„ყველა მიმართულებით შეიქმნა კრიზისული ვითარება. ერთადერთი რასაც მაშინდელი ხელისუფლება იძახდა არის ის, რომ თითქოს ტურიზმის კუთხით აგვისტოს ომის შემდეგ ვითარება გაუმჯობესდა და  ტურისტების რაოდენობამ მოიმატა. რეალურად კი მოხდა ფაქტის დამახინჯება, რადგან რაოდენობა გაიზარდა უცხოელი დამკვირვებლებისა და ბიზნესაქმიანობიდან გამომდინარე, ანუ ვიზიტორთა ხარჯზე. ამიტომ, ტურიზმიც არ ყოფილა სახარბიელო სიტუაციაში. ზოგადად, ომიდან შემდგომი ორი წელი იყო ძალიან კრიზისული, რასაც უკვე სიტუაციის მეტნაკლები დაბალსება მოჰყვა. ყოველ შემთხვევაში კლება არ ყოფილა არცერთ სფეროში. “,- განმარტავს ირაკლი მაკალათია.

 

 

რა ხდება დღეს, აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ

 

საქსტატის მიხედვით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.0 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის II კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 6.0 პროცენტით, ხოლო 2018 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.7 პროცენტით განისაზღვრა.


რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობას, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ყურძნის ნატურალური ღვინოები; მინერალური და მტკნარი წყლები; ფეროშენადნობები; ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები; თხილი და სხვა კაკალი.


 რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები: ნავთობი და ნავთობპროდუქტები; ხორბალი ; სიგარეტები ; ელექტროენერგია ; მზესუმზირის ზეთი.

 

 

 

 

 


სალომე ლემოჯავა

 

 





„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა
access_time2020-02-22 10:55:18
კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კომპანიის CSR სტრატეგიის თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის და საინიციატივო...

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა
access_time2020-02-22 09:30:25
რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი  „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ კომპანიის გლობალური და ლოკალური ფინანსური წელი შეაჯამა. საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ჯამური ბრუნვა 5,720 მილიარდ დოლარს შეადგენს,რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია კომპანიის ზრდის ისტორიაში.40%-იანი ზრდაა დაფიქსირებული ადგილობრივ ბაზარზეც. ვახტანგ...

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და  გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)
access_time2020-02-22 11:00:35
თბილისის ფორუმზე გამოქვეყნდა რამდენიმე რენდერი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანში განახლებული ქუჩების გარკვეული მონაკვეთების სავარაუდო მოწყობას გვიჩვენებს. ყველა გამოქვეყნებულ რენდერზე ჩანს ახალი “ბასლეინები”. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა ჭავჭავაძის გამზირის ახალი სქემა, რადგან აქ, სპეციალური საავტობუსო ხაზისა და გაჩერებების მოწყობა გზის ცენტრალურ ნაწილშია დაგეგმილი. მოცემული რენდერები არაოფიციალური ხასიათისაა და შესაძლოა არ ემთხვეოდეს...

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა
access_time2020-02-22 10:00:29
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ და მისმა წევრმა 37 კლინიკამ  საქართველოს მთავრობისთვის ახალი წერილი მოამზადა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა. მედიკოსები წერილში წერენ, რომ ჯანდაცვის სამინისტოს მიდგომა მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. თეთრ ხალათიანები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...


მსგავსი სიახლეები

up