აგვისტო ოკუპირებულ აფხაზეთში - რუსი ტურისტები და კორონავირუსის მეორე ტალღა

აგვისტო ოკუპირებულ აფხაზეთში - რუსი ტურისტები და კორონავირუსის მეორე ტალღა

access_time2020-09-04 18:40:44

მიმდინარე წლის ტურისტული სეზონის პიკი ოკუპირებულ აფხაზეთში არა აგვისტოს, როგორც ეს ტრადიციულად ხდება, არამედ, სექტემბერში იქნება.


1 აგვისტოს, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვრის გახსნის შემდეგ, რუსი ტურისტები ძალიან გააქტიურდნენ, თუმცა, ვიზიტორთა რაოდენობას მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიუღწევია, ამის მიზეზი ისაა, რომ ბევრი ადამიანი შვებულებებს წინასწარ გეგმავს და სპონტანურ გადაწყვეტილებებს მიჩვეული არაა. ხშირ შემთხვევაში მომზადებას, სასტუმროს დაჯავშნას და ბილეთების ყიდვას რამდენიმე კვირა სჭირდება. დღეს კი რუსული მედიას ინფორმაციით, აფხაზეთის სასტუმროებში ადგილები თითქმის ამოიწურულია.


ტურისტული სააგენტო Алеан-ის ინფორმაციით, სექტემბერში ჯავშნების რაოდენობამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა. ამ დროისთვის აფხაზეთში განთავსების ადგილების შევსების მაჩვენებელი 90%-ს აღწევს. ყველაზე პოპულარულია სასტუმროები ბიჭვინთაში და გაგრაშია და იქ ადგილების დიდი ნაწილი 15 სექტემბრამდე დაკავებულია.


1 სექტემბრისთვის ოკუპირებული აფხაზეთი რუსი ტურისტების პირველმა ნაკადმა დატოვა, ძირითადად მათ, ვინც ჩამოსული ბავშვებთან ერთად იყო, რადგან რუსეთში სწავლება სკოლებში ძველებურად, 1 სექტემბერს იწყება. მაგრამ ამავე დროს მათ ნაცვლად უფრო მეტი ტურისტი ჩადმოდის. მაგალითად ბიჭვინთის სასტუმრო «Литфонд» -ში 29 აგვისტოს ნომრების 80% შევსებული იყო, დღეს კი 100%-ია.


სექტემბერში ტურისტული სეზონის პიკს  ხელს ამინდიც უწყობს, უახლოესი 10 დღის მანძილზე ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროზე 30-32 გრადუსი სითბო და უნალექო ამინდი იქნება. თუმცა, ყველაფერი ასე კარგად არაა, ტურისტული სეზონის გააქტიურებას კორონავირუსის მეორე ტალღა მოჰყვა. დღეში ოკუპირებული აფხაზეთი დაინფიცირების 10, 15, 20, ზოგჯერ 25 შემთხვევა ფიქსირდება. 2 სექტემბერს რეკორდიც მოიხსნა - 29 დაავადებული იყო.



აპრილიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაავადების 359 შემთხვევა დაფიქსირდა (125 გამოჯანმრთელდა), თანაც მათი ლომის წილი სწორედ აგვისტოზე მოდის. ასევე 100 000 ადამიანზე დაავადებების შემთხვევების მაჩვენებელი გაიზარდა - 150-მდე, თუმცა, ეს მაინც ნაკლებია ვიდრე რუსეთში - 679 და მეზობელ კრასნოდარის მხარეში.


საზღვრის გახსნის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრომ მთავრობას ტურისტული სეზონის ეტაპობრივი გახსნა შესთავაზე, ჯერ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები უნდა შემოეშვათ, შემდეგ ინდივიდუალური მოგზაურები. თუმცა, ამ ვარიანტს ბევრი მოწინაამღდეგე გაუმოუჩნდა - მათი აზრით არასწორი იქნებოდა ტურისტების ასე უხეშად გაყოფა, ერთი ჯგუფისთვის შეღავათების დაწესება მეორეს დისკრიმინაციის ხარჯზე. დღეს, როდესაც ტურისტული სეზონის დასრულებამდე 2, მაქსიმუმ 3 კვირა დარჩა, ეს  თავისთავად მოიხსნა.


საზღვარზე ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაც შეწყდა. ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როდესაც საზღვარს დღეში 15-20 ადამიანი კვეთდა, ეს შესაძლებელი იყო.


„დღეს, როდესაც ასობით ათასი ტურისტი შემოდის, ეს არა რეალურია. ადამიანებს საათობით რიგში დგომა მოუწევთ, თანაც სიცხეში, მზის ქვეშ. ვერც ერთი თერმომეტრი ასეთ შემთხვევაში სწორ სურათს ვერ გვიჩვენებს“, - განაცხადა მან.


ასე რომ რესპუბლიკა კორონავირუსის ახალი შემოტევის წინ თითქმის დაუცველია. აფხაზები იმედოვნებენ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არსებულზე მეტად არ გართულდება და საზოგადოებას რთული არჩევანის შიმშილს და ინფექციას შორის გაკეთება არ მოუწევს.


ekhokavkaza.com

თენგიზ აბლოთია


თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up