„აგვისტო იქნება გადამწყვეტი, მერე ალბათ ისევ ქუჩაში გამოვალთ„ -

„აგვისტო იქნება გადამწყვეტი, მერე ალბათ ისევ ქუჩაში გამოვალთ„ - "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები

access_time2020-07-30 10:00:43

არჩევნებს ელოდება მერია   დროის გაყვანის მორიგი კამპანიაა ეს ყველაფერი. ელოშვილის მთავარი მიზანი არჩევნებამდე დაზარალებულთა შეჩერებაა - აქციები არ უნდათ არჩევნების წინ,“


„რა რთული ყოფილა 15 წლის მანძილზე ცენტრ პოინტის პრობლემის გადაჭრა 2 მთავრობის ხელში, რომელთაგან ერთმა გვძარცვა თაღლითებთან ერთად და მეორემ სამართალი ვერ აღადგინა 8 წლის განმავლობაში,“


„ყველაფერი დაგითვალეთ,დაგიანგარიშეთ და ისე მოგაწოდეთ. რით ვერ მოიცალეთ წლობით ნანერვიულები,ჯანგატეხილი ემიგრანტების, ნაადრევად დაბერებული ხალხისთვის“


„რატომ არ იწყებთ მშენებლობას?? რას ველოდებით? იქნებ აგვიხსნათ მაინც?“— 


ამ ტიპის კომენტარებითა და პოსტებით შეიცვალა რამდენიმე თვის წინანადელი პოზიტიური განწყობა და 15 წლიანი ბრძოლის დასრულების იმედი „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა facebook ჯგუფში. იურიდიული პროცედურების გაჭიანურება, მარიჯანის ყველაზე მსხვილი საცხოვრებელი ობიექტის ექსპერტიზული დასკვნის არარსებობა და ამასთან კარს მომდგარი არჩევნები დაზარალებულებს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა მათი საკუთრების დაბრუნების პროცედურები კვლავ განუსაზღვრელი ვადით გაიწელოს.


Next Door-ი, არქი, თბილი სახლი, ანაგი და X2  — ეს იმ დეველოპერული კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც „ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებულების აუშენებელი თუ დაუსრულებელი საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობას განახორციელებენ. თუმცა ბოლო ერთ თვეზე მეტია ვერ ხდება იურიდიული საკითხების მოგვარება და მშენებლობების დაწყება.  მერიას კი სურს, რომ ყველა ობიექტზე მშენებლობა ერთდროულად დაიწყოს.


დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ თუ აგვისტოს თვეში მშენებლობები არ დაიწყება და საბოლოოდ არ დასრულდება გაჭიანურებული ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება, ისინი საპროტესტო აქციებს განაახლებენ.


„აგვისტო იქნება გადამწყვეტი თვე იმიტომ, რომ ჩვენც მეტი დრო აღარ გვრჩება, ხოლო სექტემბერში მივიღებთ გადაწყვეტილებას გავიდეთ თუ არა ისევ ქუჩაში. თუ ეს თვეც ისე გავიდა რომ იურიდიული საკითხი არ მოგვარდა, მაშინ არ მოესწრება საარჩევნოდ ყველაფრის დაწყება და მერე ჩვენ არ გვაწყობს -  ისევ ხელისუფლებაში რომ მოვლენ, უცებ გვეტყვიან კარგად იყავითო,“ - განმარტავს „კომერსანტთან“ ერთერთი დაზარალებული და ცენტრ პოინტის მობინადრეების საინიციატივო საბჭოს თანათავმჯდომარე მარიამ ჩიმაკაძე. 


ასაშენებელი ობიექტები, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი  დეველოპერული კომპანიები ააშენებენ, ესენია - დაკიდებული ბაღები, მიონი, ხოშარაული, სააკაძე, გურამიშვილი.


„6 ასაშენებელ ობიექტზე, სადაც ინვესტორები შემოდიან, უკვე ერთი თვეა იურიდიული საკითხების მოგვარება ჭიანურდება და მშენებლობა ვერ იწყება. ყოველ კვირა შეხვედრა უნდა ჩაინიშნოს და ვერ ხვდებიან, შეთანხმება ვერ მოხდა დეველოპერებსა და „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს შორის. დეველოპერები ცდილობენ, რომ „ცენტრ პოინტთან არ ჰქონდეთ საქმე და მერიასთან იყოს მეტი პასუხისმგებლობა. ჩვენც გვინდა, რომ დეველოპერი პირდაპირ ცენტრ პოინტს არ შერჩეს და მერიის პასუხისმგებლობა უფრო იყოს ეს საკითხი. ერთი თვეა მიმდინარეობს მხოლოდ კონტრაქტებზე მუშაობა და ჩემი აზრით ძალიან იწელება,“ - ამბობს დაზარალებული.


ამასთან დარჩენილია 6 სარემონტო ობიექტი, რომელთა დასრულება/გარემონტებისთვის 17 ივლისს ტენდერი გამოცხადდა , ესენია : მიონი, ვენეცია, ტელევიზორების ქარხნის მიმდებარედ, მარიჯანი, ხოშარაული, სააკაძე. ტენდერის დასრულების ვადაა 2020 წლის 17 აგვისტო. ტენდერები ტარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობით, მინიმალური ფასდაკლების ბიჯი - 15 000 ლარი. სატენდერო ობიექტებზე შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა კომპანია „სიემსიმ“ განახორციელა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული მშენებელი კომპანიები ამ ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით გაარემონტებენ ობიექტებს. ამ ობიექტების გარემონტებას 35 მილიონი ლარი სჭირდება , რომელსაც მერია „ცენტრ პოინტისთვის“ ჩამორთმეული ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის გაყიდვით მოიზიდავს.


„ ამ ობიექტების გარემონტება დამოკიდებულია ნინოშვილის მიწის გაყიდვაზე, რომელიც ცენტრ-პოინტის ქონებაა და ამჟამად მერიის ბალანსზეა. მისი ღირებულება 20 მილიონი ლარია, რომელიც ამ 6 ობიექტს არ ჰყოფნის, სჭირდება კიდევ 15 მილიონი, რომელსაც მერია უზრუნველყოფს K კოეფიციენტების და სხვა პრეფერენციების გაყიდვის საფასურად. ამ ექვსი ობიექტიდან მხოლოდ მარიჯანზე არ ცხოვრობს ხალხი, 15 წელია ასე დგას ეს კორპუსი. აქ ჩასატარებელია საკონსტრუქციო სამუშაოები და ვერ ატარებენ, რადგან ელოდებიან ამ 20 მილიონის დარიცხვას, რომელიც ეტაპობრივად დაირიცხება 13 თვის განმავლობაში. არსებობს ვერსიები, რომ შესაძლებელია ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ სრულიად სადემონტაჟო გახდეს მარიჯანის კორპუსი.   ამ ტენდერში კი 17 აგვისტოს, გამოიკვეთება ვინ რომელ ობიექტს გაარემონტებს,“ - ამბობს „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მარიამ ჩიმაკაძე.

 

როგორც ცნობილია, წლების წინ, იმის ნაცვლად,  რომ საკუთარი მეანაბრეების გადახდილი ფულით „ცენტრ-პოინტს“ ბინები აეშენებინა, კომპანიამ ამ თანხით კონკრეტული მიწები შეიძინა, რომელიც „ცენტრ-პოინტის“ ბალანსზეა. ხოლო მათთვის ბრალის დამტკიცების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურამ ეს ქონება დააყადაღა.


„ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებული 6000-მდე ოჯახიდან ნაწილი უბინაოდაა დარჩენილი, ზოგი  დაუმთავრებელ შენობაში ცხოვრობს.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up