აღსრულების ბიურო: 2018 წლის განმავლობაში მორიგებით 15 ათასამდე საქმე დასრულდა

აღსრულების ბიურო: 2018 წლის განმავლობაში მორიგებით 15 ათასამდე საქმე დასრულდა

access_time2019-01-11 10:21:35

აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც bm.ge-ის აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ბიუროს მთავარ სტრატეგიას კვლავ მხარეთა ინტერესების დაცვა და დავების მორიგებით დასრულება წარმოადგენდა. 



მისვე ინფორმაციით, ბიუროს ფარგლებში შექმნილი მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, 2018 წლის განმავლობაში, სააღსრულებო ბიუროებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ მორიგებით 15 000-მდე საქმე დასრულდა. 



მორიგებით დასრულებული საქმეების მაჩვენებელი კატეგორიების მიხედვით შემდეგია: 



• სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ და სისხლის ჯარიმების შემთხვევაში, მორიგების/განწილვადების მაჩვენებელმა შეადგინა 11 184 ერთეული, რაც საქმეთა საერთო ოდენობის 75 პროცენტს შეადგენს; 


• ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის კატეგორიაში სულ დასრულებული 312 საქმიდან მორიგებით დასრულდა 304 შემთხვევა, რაც 97 პროცენტს შეადგენს; 
• 2018 წლის მანძილზე შეწყდა 475 აუქციონი და შესაბამისად, არ მოხდა ქონების რეალიზაცია; 
• აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დარეგულირებული ალიმენტის რაოდენობამ შეადგინა 4 266 ერთეული. 
2018 წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების, სააღსრულებო ბიუროების მიერ ჯამში დასრულდა 115 078 სააღსრულებო წარმოება. 



„მოთხოვნა იზრდება აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ საქმისწარმოებაზეც. 2018 წლის განმავლობაში სერვისზე მოთხოვნამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია წინა წლებთან შედარებით. ასევე მაღალია დასრულებულ საქმეებს შორის მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის მაჩვენებელიც. საანგარიშო პერიოდის ფარგლებში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 28 328 საქმე. მათ შორის მორიგება და ნებაყოფლობითი გადახდა განხორციელდა 4 ათასამდე შემთხვევაში. 



გამარტივებული საქმისწარმოება მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯით, დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია, მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია“, - ნათქვამია ანგარიშში. 




ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, გასულ წლებთან შედარებით, კიდევ უფრო განვითარდა და გაიზარდა მოქალაქეთა კონსულტაცია. განხორციელდა ტექნიკური და პროგრამული გადაიარაღება. 2018 წლის განმავლობაში მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 250 ათასამდე მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია. მათ შორის: 



• შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 202 305 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით; 
• პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 43 635 მოქალაქეს; 
• პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 1 939 შეკითხვას. 



იზრდება ცნობადობა და შესაბამისად, მოთხოვნა, ფაქტების კონსტატაციის სერვისზე. 2018 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა 1 600 მდე ფაქტის კონსტატაცია. სერვისი გულისხმობს ნებისმიერი ფაქტის დაფიქსირებას (ფოტო-ვიდეო გადაღებას), რომელიც ბუნებაში არსებობს და შესაძლოა, დროთა განმავლობაში აღარ არსებობდეს. ფაქტის კონსტატაცია არის უნიკალური ევროპული სერვისი, რომელიც წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას სასამართლოში. 



„მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის (IFC) კვლევის - ,,Doing Business 2019-ის თანახმად, აღსრულების ხარისხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-8 ადგილზეა. ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლის გამოთვლა წარმოადგენს. აღსრულების რეიტინგის მაჩვენებლის დაწინაურება კი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია სააღსრულებო სისტემის გამართულობაზე. 



მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების დროული, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაა. 



აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია აღასრულოს კანონი და ამავდროულად, მისი მოქნილი სოციალური პოლიტიკით, დავები მორიგებით დაასრულოს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 bm.ge





მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო  ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა
access_time2019-06-18 14:08:55
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა. „დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის...

საოჯახო დასვენება ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯია პალასში“

საოჯახო დასვენება ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯია პალასში“
access_time2019-06-18 13:55:34
საქართველოში ზაფხული დასვენებისთვის ყველაზე პოპულარული სეზონია. მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმისა და სასწავლო პროცესის შემდეგ, განტვირთვას ადგილობრივები სწორედ ამ სეზონზე ცდილობენ. საოჯახო დასვენებას მუდამ თან ახლავს კითხვები- სად შეიძლება დავისვენოთ მშვიდად და თან აქტიურად? ბავშვებთან ერთად დასვენება საკმაოდ საინტერესო და სასურველია მაშინ როცა სასტუმრო კომპლექსი იძლევა გართობის უამრავ სახეობას, როგორც პატარებისთვის ასევე...

2015-2017 წლებში შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

2015-2017 წლებში შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს
access_time2019-06-18 16:00:02
სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული - ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის ანგარიშის თანახმად  2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.  შემოწმება რეგულირების სააგენტომ ჩაატარა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტის თანახმად, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის...

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...


მსგავსი სიახლეები

up