აგროქიმიკატების და პესტიციდების იმპორტიორებს და რეალიზატორებს პრეპარატების შენახვა-რეალიზაციის მოთხოვნები გააცნეს

აგროქიმიკატების და პესტიციდების იმპორტიორებს და რეალიზატორებს პრეპარატების შენახვა-რეალიზაციის მოთხოვნები გააცნეს

access_time2017-01-26 10:45:56

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აგროქიმიკატების და პესტიციდების იმპორტიორებსა და რეალიზატორებს პრეპარატების შენახვის და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნები გააცნეს.

 


შეხვედრაზე, რომელიც სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, მეწარმეებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად უხარისხო და ფალსიფიცირებული პრეპარატების იმპორტისა და რეალიზაციის თავიდან აცილების გზები განიხილეს.

 

 

„მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებთან, რათა მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია საკანონმდებლო მოთხოვნებისა და იმ პრეპარატების შესახებ, რომელთა ეფექტიანობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსავლის ხარისხი და, შესაბამისად, ფერმერის შემოსავალი"- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

 



აღინიშნა, რომ პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას. დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია პესტიციდის 258 მოქმედი ნივთიერება და 715 პრეპარატული ფორმა. ბოლო ორი წელია, არარეგისტრირებული ქიმიკატებით ვაჭრობის ფაქტი ქვეყანაში არ გამოვლენილა.

 


ფერმერთა ინტერესების და სამომხმარებლო ბაზრის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. 2016 წელს შემოწმდა 8 სასაწყობე მეურნეობა და 118 სარეალიზაციო ობიექტი; სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია პესტიციდის 226 და აგროქიმიკატის 70 ნიმუში. ფალსიფიკაციის ფაქტზე დაჯარიმდა 5, მარკირების წესის დარღვევაზე - 12 ბიზნესოპერატორი, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის - 1 სუბიექტი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, აგროქიმიკატების შეძენისას ყურადღება მიაქციოს ტარას, რომლის ეტიკეტზეც ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ქართულ ენაზე; პრეპარატები უნდა იყოს დაფასოებული.

 


უხარისხო, ფალსიფიცირებული და საეჭვო პრეპარატების შეძენის თავიდან ასაცილებლად, სააგენტოს მცენარეთა დამცველები ფერმერებს ურჩევენ, პესტიციდები შეიძინონ სპეციალიზებულ მაღაზიებში, სადაც მიიღებენ კვალიფიციურ კონსულტაციას პრეპარატების გამოყენებასა და მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებით.

 

 

 




m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up