„Agronavti“ - ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა

„Agronavti“ - ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა

access_time2020-09-21 12:33:24

მობილური აპლიკაცია „Agronavti“, რომელიც ფერმერებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის ერთ სივრცეში მოძიების და პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობის მქონე მარტივი და მოქნილი ონლაინ პლატფორმაა, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიისა და მკაცრი შეზღუდვების ფონზე სულ უფრო მეტმა ფერმერმა გამოიყენა. ამასთან, აპლიკაცია გახდა, როგორც ფერმერისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებული ყველა მხარისთვის აღნიშნულ სექტორში ინფორმაციის მიღების სანდო წყარო. მობილური აპლიკაცია, „აგრონავტის“ მენეჯერი თამთა მამულაიძე ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში „Agronavti-ს“ პლატფორმას მომხმარებლები აქტიურად იყენებენ არა მარტო, როგორც ფერმერული მეურნეობების მიერ წარმოებული პროდუქტის გაყიდვის ონლაინ შესაძლებლობად, არამედ აგროსფეროში სიახლეების გაცნობისა და  პროფესიული განვითარების საშუალებად.


„პანდემიის პერიოდში გაიზარდა იმ მომხმარებლების რაოდენობა, ვინც „Agronavti-ზე“ დაიწყო ინფორმაციის მოძიება დარგში არსებული სიახლეების შესახებ. მომხმარებლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სასწავლო მასალებით და სოფლის მეურნეობის სფეროში ჩატარებული სხვადასხვა კვლევებით. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო მერძეული და მეხორცული მიმართულებებით დაინტერესებული პირებისთვის არსებული საჭირო კვლევების, სასწავლო მასალებისა და გზამკვლევების არსებობის შესახებ „Agronavti-ზე“, განაცხადა თამთა მამულაიძემ.


აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებლები ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან სასწავლო რესურსებს, როგორიც არის მაგალითად „ჰიგიენის საფუძვლები ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებისთვის“, რომელიც სასაკლაოების პერსონალის, ცოცხალი ცხოველის გადამზიდავი და სასაკლაოდან ხორცის ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირებისათვის კარგი საშუალებაა აიმაღლონ ცოდნა სურსათის უვნებლობის ჰიგიენის საბაზისო საფუძვლების შესახებ. პანდემიამდე, პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ი  „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით,  პირისპირ ტრენინგებს ატარებდა აღნიშნულ თემაზე, თუმცა სახელმძღვანელოს მარტივი ფორმატი საშუალებას იძლევა დაინტერესებულმა პირებმა პანდემიის მიერ გამოწვეული შეზღუდვების პირობებში გადმოწერონ აპლიკაცია „Agronavti“ და თავად გაეცნონ სახელმძღვანელოს და სატრენინგო მასალას. კითხვების შემთხვევაში კი პროექტი დამატებით კონსულტაციებსაც გასცემს,“ ამბობს მამულაიძე.


აპლიკაციაზე ასევე ხელმისაწვდომია სახელმძღვანელოები „სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის სისტემა HACCP რძის ინდუსტრიაში“, „მენეჯმენტის სისტემების დოკუმენტირებული ინფორმაცია“ და სხვა.


აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-დან და Apple Store-დან, სადაც უნდა მოძებნოთ Agronavti. აპლიკაციაზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია უფასოდ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლებისათვის. ასევე, ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია blog.agronavt.ge-ზე.



თამთა მამულაიძის განცხადებით, “Agronavti-ზე” ასევე ხელმისაწვდომია  მერძეული ფურის კვების ზოგადი პრინციპების და რაციონის გამომთვლელი პროგრამა (რაც-იოლი1.0). „ფერმერული მეურნეობებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამების შეთავაზება, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მხრივ, სწორედ პანდემიის პირობებში მომხმარებლებს SQIL-ის პროექტის ფარგლებში შევთავაზეთ რაც-იოლის პროგრამა. მისი საშუალებით, შესაძლებელია, ფურის პარამეტრების მიხედვით დაადგინოთ მისი დღიური საკვების ნორმა,  საკვები ინგრედიენტების შერჩევით პროგრამა დაითვლის ასევე, საკვები ულუფის ჯამურ კვებით ღირებულებას,“ განაცხადა მამულაიძემ.


მისი თქმით, პროგრამა დაეხმარება მესაქონლე ფერმერებს ერთის მხრივ, შეამცირონ საქონლის კვების ხარჯი, და მეორეს მხრივ, სრულფასოვანი საკვები ულუფის, მიწოდებით უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.


მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაციის მეშვეობით ფერმერი არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას ახერხებს, არამედ მას საკუთარი პროდუქტის სარეალიზაციო გზების მოძიებაც შეუძლია. 


„ჩვენ ისეთი სამაგალითო შემთხვევებიც გვაქვს, როცა ფერმერმა აპლიკაციის საშუალებით საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობა ერთ სათბურში მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციით დაიწყო და ახლა უკვე ადგილობრივი ბაზრისთვის მოთხოვნადი სხვადასხვა სახეობის პროდუქტს  რამდენიმე სათბურში აწარმოებს. სარეალიზაციო ბაზრების მოძიებაში ფერმერებს ჩვენი პარტნიორი - ელექტრონული პლატფორმა „soplidan.ge”  -იც ეხმარება. თანამედროვე და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა/გამოყენება აგრარული მიმართულებით თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება“ ამბობს თამთა მამულაიძე.


მისი განცხადებით, ორგანიზაცია ცდილობს აპლიკაცია მუდმივად განახლებადი და საინტერესო გახადოს ფერმერებისთვის და აგრარული მიმართულებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის, რაშიც მათთან კომუნიკაცია ეხმარებათ.


გარდა ზოგადი საინფორმაციო და სარეკომენდაციო ფუნქციებისა “Agronavti”-ი მომხმარებლებს აგრარული მიმართულებით სხვადასხვა სფეროზე სანდო და ამომწურავ სასწავლო მასალებს სთავაზობს.


 (R)


თეგები:
Agronavti



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up