ლურჯი მოცვის მოყვანა საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. USAID აქტიურად თანამშრომლობს ფერმერებთან, რათა მათ შეძლონ ამ შესაძლებლობით სარგებლობა, მოახდინონ თავიანთი საწარმოს გაფართოება, გაზარდონ მოსავალი და შესაბამისად, გააუმჯობესონ მათი ეკონომიკური მდგომარეობა.
„კომპანია ყოვედღიურად იზრდება და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის USAID-ისგან მიღებულ დაფინანსებას. თანამედროვე დანადგარები, რომელსაც დაფინანსების შედეგად ვყიდულობთ, მნიშვნელოვნად ზრდის წარმადობას, წარმადობის ზრდა კი პირდაპირ კავშირშია დამატებითი მუშახელის აყვანასთან,” - მაკა დვალიშვილი, კომპანია „აგროლეინის“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი.
„აგროლეინის“ საწარმოში, სეზონის მიხედვით, 30-დან 50-მდე მუშახელია დასაქმებულია, ხოლო პლანტაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 120-ს აღწევს. რაც ნათლად აჩვენებს, რომ USAID-ის მიერ გაწეული ძალისხმევა, ეხმარება არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საწარმოს, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის აჩენს დასაქმების შესაძლებლობას. საწარმოს მიერ მოყვანილი პროდუქცია ექსპორტით უცხოეთის ბაზარზე გადის.