Agrolabs უკვე 8 ქვეყანაშია - რა გზა გაიარა სტარტაპმა სილიკონ ველიმდე

Agrolabs უკვე 8 ქვეყანაშია - რა გზა გაიარა სტარტაპმა სილიკონ ველიმდე

access_time2021-06-30 10:55:26

Agrolabs-ის შექმნამდე, მისი თანადამფუძნებელი მიხაელ ლაზარენკო დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მუშაობდა. მეორე თანადამფუძნებელი, მაქსი კი უკრაინაში საკუთარ კომპანიას მართავდა, რომელიც სათბურებს ემსახურებოდა. ისინი სკოლის მეგობრები იყვნენ და უკრაინაში ერთ-ერთი რიგითი ვიზიტისას დაიბადა სტარტაპის იდეაც.


„უკრაინაში ვიზის განახლებისთვის ჩამოვედი და მას უბრალოდ როგორც მეგობარს, ისე შევხვდი. საუბრისას მაქსი საკუთარ კომპანიაზე მომიყვა. ყოველწლიურად სტარტაპს უკვე ჰქონდა 5 მილიონ დოლარამდე შემოსავალი და ძალიან სწრაფად იზრდებოდა. ის მესაუბრებოდა იმ ტექნოლოგიურ ჩამორჩენაზე, რომელიც სათბურებში არსებოდა. რომ არ ხდებოდა არანაირი Data-ს შეგროვება, უამრავი პროცესი არ იყო ავტომატიზირებული. თან საუბარია ისეთ სათბურებზე, სადაც ინვესტიცია $50 მილიონსაც კი აღწევდა. ვიფიქრეთ, რომ ამ მიმართულებით შეგვეძლო ბაზარზე რაღაც სიახლის შემოტანა და Agrolabs-ის ისტორიაც აქედან დაიწყო.“ - გვიყვება მიხაელ ლაზარენკო


როგორც ის აღწერს, თავდაპირველად გუნდს ძალიან ამბიციური გეგმები ჰქონდა და მსგავსი ტექნოლოგიის შექმნა შედარებით მარტივ ამოცანად ესახებოდა, თუმცა რეალობა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა.


„ვფიქრობდით, რომ ტექნოლოგიას ძალიან მოკლე დროში შევქმნიდით და დავნერგავდით. სინამდვილეში კი ურთულეს პირობებში მოგვიხდა მუშაობა, ჩამოვაყალიბეთ Agrolabs-ის როგორც Hardware-ის, ისე Software-ის დიზაინი. ამ პროცესში უამრავი შეცდომა დავუშვით, რამაც ჩვენი განვითარება შეაფერხა. საწყის ეტაპზევე გვსურდა მრავალფუნქციური სისტემის ჩამოყალიბება, რაც არასწორი იყო. ამ გადმოსახედიდან ყველა სტარტაპერს ვურჩევდი, რომ თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე ფუნქცია განევითარებინათ და შემდეგ დაეწყოთ მისი დახვეწა. მთავარია საქმე ხარისხიანად შესრულდეს, მრავალფეროვნება კი საწყის ეტაპზე შესაძლოა, ხელის შემშლელიც კი აღმოჩნდეს“ - ამბობს მიხაელი


Agrolabs-ის ტექნოლოგია, რომელიც IoT სენსორების წყალობით მცენარის განვითარების მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა, იმდენად საჭირო


პროდუქტი აღმოჩნდა, რომ უკუკავშირის უმრავლესობა პოზიტიური იყო. ამან ბევრი წინაღობის მიუხედავად, დამფუძნებლებს ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია მისცა, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანათ.



„რამდენიმე პროდუქტს ერთდროულად ვქმნიდით, რამაც ტემპი ძალიან დააგდო. როგორც კი პრიორიტეტები სწორად დავალაგეთ, ჩვენი განვითარებაც მნიშვნელოვნად დაჩქარდა. - აღნიშნა მიხაელმა.


სტარტაპის განვითარებასთან ერთად,გაიზარდა Agrolabs-ის გუნდიც, სადაც კიდევ რამდენიმე ბარიერი გაჩნდა.


„კადრების აყვანისას ხშირად კომპრომისებზე მივდიოდით. გვეგონა, რომ ნაკლებად გამოცდილი დეველოპერი საქმეს თავს მაინც გაართმევდა. საბოლოო ჯამში ამან დიდი დრო და რესურსები დაგვაკარგვინა“ -გვიყვება Agrolabs-ის თანადამფუძნებელი.


დღეს სტარტაპს უკვე სულ სხვა რეალობა უდგას. 500 Startups-ის ერთ-ერთ გამარჯვებული მალე სილიკონ ველიზე მიემგზავრება, სადაც მსხვილი ინვესტიციის მოზიდვას შეეცდება. საინტერესოა, რომ Agrolabs-ის ტექნოლოგიის დანერგვა დისტანციურადაც შესაძლებელია სხვადასხვა Tutorial-ების მეშვეობით. სწორედ ამიტომ, სტარტაპს უკვე არაერთი კლიენტი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის: აშშ-ში, კანადაში, ბელგიაში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, რუსეთსა და უკრაინაში.


რაც შეეხება საქართველოს, მიხაელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში მსგავსი ტექნოლოგიები ახლა იდგამს ფეხს, ორ კომპანაისთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და შესაძლოა უახლოეს მომავალში ისინი ჩვენი ქვეყნის ბაზარზეც შემოვიდნენ.


მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებლებს არც თუ ისე მცირე საერთაშორისო გამოცდილება ჰქონდათ, მათი თქმით, სილიკონ ველიზე მოხვედრა 500 Startups-ის და „საქართველოს ბანკის“ გარეშე ძალიან გაჭირდებოდა.


„ის რამდენიმე თვე, როდესაც აქსელერატორში ვიღებდით მონაწილეობას, Agrolabs-ის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებლებით გამოირჩეოდა. მენტორებმა კიდევ უფრო მეტად დაგვანახეს მუშაობის სწრაფი ტემპის მნიშვნელობა.არასდროს შეგეშინდეთ ბევრი ექსპერიმენტის, რეალური შედეგი მხოლოდ ამ მიდგომას მოაქვს.“ - ამბობს მიხაელი.


Agrolabs სან-ფრანცისკოში სხვა გამარჯვებულებთან ერთად სან-ფრანცისკოში შემოდგომაზე გაემგზავრება და ეცდება მათი ინვესტორების სიას არაერთი წარმატებული ორგანიზაცია შეუერთდეს.

 

(R)


თეგები:
აგროლაბი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up