რა პრობლემებს აწყდებიან რითეილერები ფერმერებთან და რა გეგმები აქვს “აგროჰაბს” 2021 წელს

რა პრობლემებს აწყდებიან რითეილერები ფერმერებთან და რა გეგმები აქვს “აგროჰაბს” 2021 წელს

access_time2020-12-26 11:30:42

რადიოკომერსანტის გადაცემა აგროსექტორში კომპანია  აგროჰაბის დირეტორმა  გიორგი ჯაშიაშვილმა  საცალო ბაზარზე არსებულ პრობლემებზე, აგრობაზარზე  არსებულ სიტუაციაზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე  ისაუბრა. 


კომპანია აგროჰაბი 2015 წელს დაარსდა,  საოპერციო საქმიანობა კი 2016 წლის 26 დეკემბერს დაიწყო. აგროჰაბი უკვე 4 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა. იდეა  კომპანიის  დამფუძნებელს აკაკი ახვლედიანს ეკუთვნის, მისი მიზანი იყო  ქართული ბაზრისთვის ისეთი   ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება, რაც  მანამდე არ ყოფილა.


ხარისხი  ფართო ცნებაა,  ჩვენ შემთხვევაში ეს იყო მომხმარებლისთვის ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტის მიწოდება. ეს უნდა ყოფილიყო მუდმივად ახალი და ხარისხიანი ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტი.როდესაც იდეა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო, სხვადასხვა მოსაზრებებმა,  გამოცდილებამ და  კვლევებმა  გვიჩვენა, რომ ბევრი რამ ჩვენით უნდა გაგვეკეთებინა, ხარისხი ჩვენთვითონვე გვეკონტროლებინა, მუდმვად  სხვაზე დამოკიდებულები ვერ ვიქნებოდით. 


აგროჰაბი  ჰიბრიდული ბიზნესია, რომელსაც თავისი წარმოება აქვს. კომპანიამ საკუთარი წარმოების განვითარება თავდაპირველად ღვინის წარმოებით დაიწყო.'ეს იყო ფრეშ ღვინოები, დღესაც ჩვენ სამივე ობიექტზე, ბათუმსა და თბილისში მომხმარებელი ღვინის რეზერვუარებს ნახავს, სადაც  ღვინო მინუს  გრადუსზე ინახება, რადგან ნახევრად მშრალმა და ნახევრადტკბილმა ღინოებმა დუღილი არ დაიწყსოს აღნიშნა  გიორგი ჯაშიაშვილმა.


აგროჰაბი  თევზეულის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და საქართველოში თევზი 4 ქვეყნიდან შემოაქვს,  როგორც  ჯაშიაშვილმა განმარტა ეს  არ  არის გაყინული, არამედ ეს არის შეციებული თევზი.


თევზს ვაგროვებთ 4 ქვეყნიდან ესენია: შრი ლანკა, ჰოლანდია, ნორვეგია, საუკეთესოა ნორვეგიული ორაგული  და ასევე შემოგვაქვს თურქეთიდან, რომელსაც  თევზის  საკმაოდ  დიდი ასორტიმენტი აქვს - აღნიშნა გიორგი ჯაშაშვილმა.


გიორგი ჯაშიაშვილმა გადაცემაში რძის  გადამამუშავებელ  ქარხანაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარხანა ამეტაპზე  ორ  ფერმასთან  თანამშრომლობს და ნატურალურ  რძეს მათგან იბარებს. 


ეს საკმაოდ  საინტერესო  წარმოებაა,  სადაც  სხვადასვხა პროდუქტი, არაჟანი  ხაჭო, მაწონი, იწარმოება.  გვაქვს სხვადასხვა შემცველობის, სულგუნი,  იმერული,  შებოლილი, ასევე  გვაქვს საინტერესო  ხელნაკეთი  ყველი. ვაწარმოებით რამდენიმე სახის ყველს დანამატებით, ესენია :ღვინოში დაძველებულიყველი, ყვლი  წიწაკით, ყველი თაფლით და ა.შ. -  აღნიშნა გიორგი ჯაშაშვილმა.


რაც  შეეხება  ხოცპროდუქტებს, ჯაშიაშვილი განმარტავს, რომ მათი მიზანი არის  ის,  რომ დახლებზე არაფრი გაყინული და მეორადი  არ იყოს, მისივე განმარტებით  აგროჰაბის მიერი დამზადებულ  ნახევარფაბრიკატებში, იქნება ეს  ხინკალი თუ  პელმენი, გამოიყენება მხოლოდ  ნედლი და გაუყინავი ხორცი.


ჯაშიაშვილის გამარტებით, კარგი  ხორცის  მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია  თუ  როგორ იკვებება პირუტყვი, როგორ პირობებში ხდება მისი დაკვლა, გაციება-დამუშავება და შემდეგ უკვე დახლებზე შესანახი  ტემპერატურის კონტროლი და შენარჩუნება.


აგროჰაბის სახელზე  გავაკეთებ აქცენტს,  ჩვენ ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, ხილს და  ბოსტნეიულს  გლეხებისგან და  ფერმერებისგან ვიბარებთ. ხილ-ბოსტნეული ძირითადად  ნიტრატებზე და პესტიციდებზე მოწმდება , იმ შემთხვევაში თუ პესტიციდების მაჩვენებელი მაღალია,  ის პროდუქტი  ჩვენთან  არ  ხვდება. ჩვენ  დახლებზე  მომხმარებელი მაღალი ხარისხის და  გადარჩეულ პროდუქციას ნახავს.


აგროჰაბი ევროპული  დონის ჰიპერმარკეტია,  ჩვენ  გვაქვს iso 22 000 -ის  სტანდარტი დანერგილი, რაც თავის თავში მოიცავს,  ყველა  იმ  ნაკადურობას და  პროცესების  დაცვას , რაც  საუკეთესო  ხარისხის  მისაღებად  არის  საჭირო.



რომ  არა  iso 22 000 და  ეს  დაცვა , დაბინძურებები პროდუქტის  ხარისხს  დაბლა  დაწევდა.  ჩვენ ამ ყველაფერს  ვიცავთ და შესაბამისად ვღებულობთ  იმ  შედეგს  რასაც  ვუყურებთ -  აღნიშნა გიორგი ჯაშიაშვილმა.


ჯაშიაშვილის  განმარტებით მათი მიზანია, რომ  იმპორტზე დამოკიდებულები არ იყვნენ და ყველაფერი თვითონ აწარმოონ, აქედან გამმდინარე კომპანია სათბურების განვითარების მიმართულებითაც მუშაობს.


მოგეხსენებათ  საქართველოში არ არის ისე, რომ ხილი ან ბოსტნეული 2-2-ჯერ მოვიდეს, გამოდინარე იქიდან, რომ არ გვსურს ვიყოთ  იმპორტზე  დამოკიდებულები, გადავწყვიტეთ საკუთარი სასათბურე  მეურნეობის განვითარებაც. პირველ  წელს  გვექნება 10 000 კვადრატულმდე სათბური , რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წელიწდში 5 ტონამდე სხვადასხვა  სახის  ქართულ ნიადგაზე მოყვანილი კულტურა მივიღოთ. 


ჩვენ არსად  გვეჩქარება, არ ვაპირებთ პესტიციდების გამოყენებას და პროდუქტის დაჩქარებით გაზრდას, ჩვენი ხილ ბოსტნეული ბუნებრივად გაიზრდება და მივიღებთ საუკეთესო ხარისხს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ამბობენ, რომ  სათბურიდან  ნაყიდ პრდოუქტს გემო არ აქვს, ამას  მინდა  გავუსვა  ხაზი, რომ  ჩვენ  სათბურში მოყვანილი ხილი და ბოსტნეული იქნება უმაღლესი ხარისხის, - განმარტა გიორგი ჯაშიაშვილმა.


გიორგი  ჯაშიაშვილი აღნიშნავს, რომ აგროჰაბს  სხვადასხვა  მიმართულებით, იქნება ეს  ლაბორატორიები, ცხოველების თუ  ქათმის  ფერმები, სათბურები თუ  სხვა 1500 ადამიანი ყავს დასაქმებული.


რაც  შეეხება ლაბორატორიებს, აგროჰაბს  სამი ლაბორატორია აქვს. ესენია : ვეტერინარული, ფიიკურ-ქიმიური და ლაბორატორია რომელიც  რძის  პროდუქტებს  ამოწმებს.


ჩვენ  ღია  ვართ ფერმერებისთვის,  გლეხებისთვის, ვისაც კი საკეთესო ხარისხის  პროდუქტი  გააჩნია და მათი პროდუქტი შემოწმების მერე  ჩვენ  სტანდარტებს  დააკმაყოფილებს, ვიწყებთ  მათთან  თანამშრომლობას. არ  აქვს  მნიშნვნელოვაბა  წლის  დასაწყისია თუ  მოსავლის  აღების  დრო  , ჩვენ  თანამშრომლობის  პროცესს  მუდმივად  ვახორციელებთ. პროცესი მუდმივად ცვალებადია,  ზოგი  ნედლეულს  ელოდება,  შეიძლება გლეხს  დიდი მოსავალი ჰქონდეს, ან  საერთოდ  ვერ მიიღოს  იმ წელს, ამიტომ მუდივ განახლებაში ვართ. 


ზაფხულის პერიოდში ჩვენი  ჯგფები გვყავს,  რომლებსაც რეგიონებში  ბაღებიდნან მოაქვს  პროდუქტი,  იქნება  ეს  მარწყვი, ატამი, გარგარი, თუ სხვა.  ყველაფერს ვითვისებთ და თუ  გლეხს არ  აქვს  იმის შესაძლებლობა  , რომ  პროდუქტი  თვითონ  ჩამოგვიტანოს  ჩვენ მივდვართ. ფერმერებთან  ურთიერთობაც დალაგებულია, ჩვენ მივდივართ  იმ  დათმობაზე , რომ ხარისხიან პროდუქტში ძვირი გადავიხადოთ, თუმცა მომხმარებელს  ფასს  არ  ვუძვირებთ, ფასის  მონიტორინგი ყოველდღიურად ხდება, მომხმარებელს ბაზრიდან ამოვარდნილ ფასს არ ვთავაობთ. საბაზრო ფასი გასწორებულია და ხარისხთან შესაბამისი.


სოფლის მეურნეობაში ბევრი რამეა გასაკეთებელი და გასავითარებელი,  ინფრასტრუქტურიდან  დაწებული,  დასამუშავებელი  მწებით  დასრულებული. ამ ყველაფერს დამუშავება უნდა, ფერმერმა უნდა გაშალოს წარმოება და ბაზარზე ფასიც უნდა დარეგულირდეს.


როცა გლეხი  ცოტას აწარმოებს, მას დიდი ხარჯი აქვს, შესაბამისად  გლეხს პროდუქტის მოყვანა ძვირი  უჯდება და იაფად  გაყიდვა  აღარ  უნდა,  გარდა ამისა  მას  უნდა რომ ერთიანად  გაყიდოს, თუმცა ერთიანად ჩაბარება არავის სურს, რადგან  დახარისხებას, დასაწყობებას  საჭიროებს და ბევრ სამუშაოა. ეს არ არის  მარტო  გლეხის  ან რითეილ  ჯგუფის  პრობლემა,  ყველამ კომპლქსურად უნდა იმუშავოს ამ ჯაჭვის გამოსწორებაზე და იმედს  ვიტოვებ , რომ  უახლეს მომავალში ეს პროცესი კარგად განვითარდება, -განმარტა გიორგი ჯაშიაშვილმა.


ჯაშიაშვილმა  აგროჰაბში  საწყის  ეტაპზე  არებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე გასაღების ბაზარი დიდი არ იყო, შესაბამიდად ხილბოსტანის შემთხვევაში ხშიად ხდებოდა პროდუქტის ჩამოწერა, რაც კომპანისთვის ხარჯი იყო.


ამის მართვა ვისწავლეთ, საჭიროა რომ  მომხმარებელს სწორ  დროს  სწორი მარაგი  შესთავაზო, მარაგებში ნაკლებობა დეფიციტს  ნიშავს, მეტობა ცუდია,  რადგან პროდუქტი  ფუჭდება და უკვე  ზარალია, რაც  კომპანიას  აწვება. გვქონია შემთხვევები, რომ ნაკლებ ხარისხიანი მიგვიღია და ვიზარალეთ, გადარჩევის  დროს  მეტი გადაირჩა და მომხმარებლამდე  ცოტა მივიდა. 


თუ გინდა, რომ ამ  სფეროში პირველი იყო, ხარისხი უნდა აკონტროლო, ასევე მარაგი სწორი რაოდენობით უნდა შეავსო, საწყობში არ უნდა მიიტანო ისეთი რაოდენობა, რომ გაგიუჭდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტემპერატურაც, ზაფხულში  ხილ- ბოსტნის  ტრანსპორტირება სამაცივრე მანქანებით  ხდება,  რადგან ეს  გახურებული პროდუქტი, რომელიც მზის გულიდან არის დაკრეფილი არ  ჩახურდეს, - აღნიშნა  გიორგი ჯაშიაშვილმა.


ჯაშიაშვილმა  სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშა, რომ 2021-2022 წლებში აგროჰაბი სამ ფილიალს დაამატებს,  გარდა ამისა თბილისის შემოგარენში სასათბურე მეურნეობას განავითარებს. ჯანიაშვილის განმარტებით ლოჯისტიკურად მნიშვნელოვანია,რომ სათბური  თბილისთან  ახლოს იყოს  რადგან მალე მოხდეს პროდუქტის თბილისში შემოტანა და გზაში არ  გაფუჭდეს. 


ჩვენი  გამოციდლებიდან გამომდინარე ყველა მიმართულებას აქვს თავისი  პოტენციალი, ხორცის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია, ხილ  ბოსტანი  მიშვნელოვანია,ასევე  პოტენციალი  აქვს ლოჯისტიკის მიმართულებასაც.


ზამთარში ხილი ნაკლებად არის,  თუმცა თუ  გლეხი  ამ  მიმართულებით  დაიწყებს  მუშაობას, რომ მერე სათბურიც  გააკეთოს,  რაღაც მიაბას  და  უფრო  ხშირად  აწარმოოს  ეს  პროდუქტი,  დაასაწყობოს ,  განვითარდეს  სამაცივრე მიართულებები და შემდეგ  შენახული პროდუქტი ნელ-ნელა  გაყიდოს,  უკვე იმპორტზ დამოკიდებულები აღარ ვიქნებით, - აღნიშნავს გიორგი ჯაშიაშვილი.


თაკო კვაჭანტირაძე



თეგები:
აგროჰაბი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up