„აგროჰაბი“ პოსტპანდემიურ პერიოდში ორი ფილიალის გახსნას გეგმავს

„აგროჰაბი“ პოსტპანდემიურ პერიოდში ორი ფილიალის გახსნას გეგმავს

access_time2021-10-29 11:00:11

„ბიზნესის მთავარი გამოწვევა საშუალო ფენის სიმცირეა, მოსახლეობაში მეტი ფული უნდა ბრუნავდეს“, - ამის შესახებ კომერსანტს ჰიპერმარკეტების ქსელის „აგროჰაბი“-ის დამფუძნებელმა აკაკი ახვლედიანმა განუცხადა. მისი თქმით, საშუალო ფენის სიმცირესთან ერთად ბიზნესზე უარყოფითად ქვეყანაში ინფლაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელიც აისახება, რაც, მისი განცხადებით, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას საგრძნობლად ამცირებს.

 

ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის უარყოფით შედეგზეც საუბრობს. „აგროჰაბი“-ს დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში პანდემია დასრულდება. სწორედ ამიტომ აკაკი ახვლედიანი განვითარებაზეა ორიენტირებული და მუშაობას აქტიურად აგრძელებს. შესაბამისად, როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მომავალ წელს ჰიპერმარკეტის ორი ახალი ფილიალის გახსნაა დაგეგმილი.

 

„კორონავირუსი ბიზნესისთვის ამ დრომდე დიდი გამოწვევაა. სწორედ ამ მიზეზით ჩვენ 2020-21 წლებში ახალი ფილიალი არ გაგვიხსნია. იმედია, პანდემია მალე დასრულდება, თუ ვერ დავამარცხებთ, ვირუსთან თანაცხოვრებას მაინც ვისწავლით. ამ პერიოდში სახელმწიფო გვერდში დაგვიდგა. ბიზნესისთვის 1500 ლარამდე ხელფასის მაქსიმუმ 750 ლარის შესაბამისი  საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება დიდი შვება იყო. პანდემიის გამო ხარჯები საგრძნობლად გაგვეზარდა, იმ პერიოდში კი ეს შეღავათი ძალიან დაგვეხმარა. სამომავლოდ გარკვეული პროექტების მონახაზი შემუშავებული გვაქვს და გეტყვით, რომ 2022 წელს „აგროჰაბი“ კიდევ ორ ახალ ფილიალს გახსნის“, - განაცხადა აკაკი ახვლედიანმა.


 

შეგახსენებთ, რომ „აგროჰაბი“ პირველი აგრარული ჰიპერმარკეტია, რომელიც  2016 წელს გაიხსნა და დღეს სულ სამ ფილიალს ფლობს, მათ შორის ორს თბილისში და ერთს ბათუმში.


ბაჩო ადამია


თეგები:
აგროჰაბი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up