აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს

აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს

access_time2020-05-22 10:35:22

შიდა ქართლში შეღავათიან ფასად აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილზე გაეცნო.


მინისტრის პირველი მოადგილე რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან და კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორთან, ლევან გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა.


„იმ შეღავათებით სარგებლობას, რაც სახელმწიფოს მიერ იქნა განსაზღვრული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერები შეუფერხებლად შეძლებენ. პროგრამის მონაწილეები დიზელის საწვავს ფასდაკლებითმიიღებენ, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.


კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, 20 მაისიდან, „სოკარის” ავტოგასამართ სადგურებზე ფერმერები სახელმწიფო შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ.



აგროდიზელით ხელშეწყობისპროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; 27 მაისიდან აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.


ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.


პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.


პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან - მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.
პირველ ივლისამდე, ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე - არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო 1 სექტემბრიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათების განაღდება.

თეგები:
აგროდიზელი



„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
access_time2020-10-29 11:13:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას. „ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ...

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up