„აგრო ტურიზმი სოფლის მეურნეობის განვითარებაში და მიგრაციის შემცირებაში დაგვეხმარება“ - კობა არაბული

„აგრო ტურიზმი სოფლის მეურნეობის განვითარებაში და მიგრაციის შემცირებაში დაგვეხმარება“ - კობა არაბული

access_time2020-11-28 13:00:19

როგორია აგრო ტურიზმის გამოწვევები საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს დარგის განსავითარებლად? - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი კობა არაბული რადიო კომერსანტის გადაცემაში „აგრო სექტორი“ საუბრობს.


„პრაქტიკული ტურიზმი არამარტო ჩვენგან, მთელს მსოფლიშია გაჩერებული. მაშინ როცა ჩვენთან საუბრობენ მწვანე კორიდორების შექმნაზე და ტურიზმის გაცოცხლებაზე, ფიქრი ღირს იმაზე,შეგვიძლია თუ არა ეს და მართვადი იქნება,თუ არა იგი. რას მოგვიტანს დადებითს და უარყოფითს.აგრო ტურიზმი ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, საუბარია როგორც სასოფლო ორიენტაციის ტურიზმზე და აგრო ტურიზმზე,როგორც ფერმერულ ტურიზმზე. ყველას თავისი მიდგომა აქვს ტერმინებთან დაკავშირებით, თუმცა ამ ტერმინს იყენებენ,როგორც სასაოფლო, ისე ფერმერული ტურიზმის კონტექსტში.


აგრო ტურიზმი კარგად განვითარებულია ევროპაში, ამერიკაში,ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, საინტერესოდ ვითარდება ჩვენს მეზობელ თურქეთშიც. თითოეული ეს ქვეყანა, რომელიც გარს გვაკრავს სერიოზული კონკურენტები არიან. მაგალითად, თურქეთი,რომელიც არ არის „ხელწამოსაკრავი“ მეზობელი ტურიზმის მიმართულებით. თეორიულად მას ჩვენზე მეტი ტურისტის მიღება შეეძლება, ვინაიდან ტერიტორია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. როცა ასეთი მეზობლები გვყავს ჩვენ მათ ვიხილავთ,როგორც კონკურენტებს. არსებობს ის თეორიებიც,როცა კონკურენტებთან საერთო ენა შეიძლება გამონახო და ტრანზიტული გზებით, თუნდაც, ის რაც მათთან კეთდება ჩვენთან,რომ გაგრძელდეს და მერე სხვაგან წავიდეს.


აგრო ტურიზმი შეიძლება იყოს ის ფორმა, რომელიც გარკვეული შეთანხმების შედეგად, ერთობლივი ტურისტული პროდუქტები მიცემენ საშუალებას დაინტერესებულ ადამიანებს, ნახონ თურქეთის აგრო ტურიზმი, მერე ჩვენთან ნახონ და მერე დაბრუნდნენ უკან. ჩვენ ძალიან კარგად შეღწევადი ქვეყანა ვართ ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობისთვის, და ეს მოგვეხმარებოდა იმაში,რომ ჩავებათ ასეთ ჯაჭვებში,“- ამბობს კობა არაბული.



მისი განცხადებით, დარგის განვითარება პირველ რიგში, სოფლის განვითარებით უნდა დაიწყოს. კობა არაბული სოფლად არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს.


„აგრო ტურიზმის მიმართულებით ტურიზმის განვითარება უნდა იყოს პრიორიტეტი ბევრი ფაქტორის გამო. პირველ რიგში, აგრარული ქვეყანა ვართ, მიწის სამუშაოზე ორიენტირებული, თუკი ურბანული და რურალური თვალსაზრისით გადავხედავთ ქვეყანას, ვნახავთ რომ 3500-ზე მეტი სოფელი გვაქვს. აგრო ტურიზმი ძალიან დაგვეხმარება სოფლის განვითარებაში, მიგრაციის დონის შემცირებაში. თუ კი ავიღებთ მთის რეგიონებსა და სოფლებს, ვნახავთ რომ იცლება პრაქტიკულად სოფლები, ამ ტენდეციას ვერ მოვერიეთ.


აგრო ტურიზმი რომ განვავითაროთ სოფელში, საჭიროა სოფლის, როგორც სოციალური ფენომენის და ფერმერული მეურნეობის განვითარება. შრომა არის საზოგადოების კულტურა და ცხადია,რომ შრომის პროცესიდან დანახული ქვეყანა, სასოფლო სამეურნეო ინდუსტრიის განვითარების ფორმატიდან დანახული ქვეყანა, საინტერესოა. ეს არის ქვეყნის, არა სასტუმროების და ცათამბრჯენების სიმაღლიდან, არამედ ოჯახიდან, ფერმიდან დანახვის შესაძლებლობა. ვართ მიწასთან ახლოს, ჩვენი ხელით ვიღებთ მოსავალს და ამ პროცესის მონაწილე ხდება ტურისტი.


ჩემთვის სოფლის გაცოცხლების თემატიკაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს ბევრ სოციალურ პრობლემას მოაწესრიგებდა და სიკეთის გზაზე დააყენებდა. იმ ქვეყნებში,სადაც აგრო ტურიზმი კარგად არის განვითარებული, სასტარტო პერიოდი შიდა ტურიზმის, ქვეყნის შიგნით არსებული შრომითი პოტენციალის მოძრაობით დაიწყო. დღეს სოფელს თავისი მიწა, როგორც ასეთი, ცალკე სტატუსით არ აქვს.ჩვენ გვინდა რომ ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგია იყოს კარგად დამუშავებული და ჩვენი ქვეყნის რესურსულ პოტენციალზე კარგად მორგებული.


ამ სტრატეგიაში აუცილებლად უნდა იყოს საუბარი აგრო ტურიზმზე და მიბმული იყოს სასოფლო სამეურნეო ინდუსტრიის განვითარებაზე. ის დამოუკიდებლად ცალკე ვერ განვითარდება, საჭიროა ინფრასტრუქტურის, მშენებლობის ინდუსტრიასთან, აგრო ინდუსტრიასთან ერთად უნდა განვითარედეს.


თუ კი გვინდა სოფლის გაცოცხლება, სოფელში გზა უნდა მივიდეს. იყო პერიოდი,როცა სოფელში გზა არ გაჰყავდათ იმის შიშით,რომ იგი არ დაცლილიყო. სოფელი დაიცალა, გზა ისევ არ არის. სოფლებში არის წყლის,ნაგვის გატანის და ნარჩენისგან გათავისუფლების, კანალიზაციის პრობლემები.დღეს არ შეიძლება რომ ინტერნეტი ითვლებოდეს ფუფუნებად აუარებელი რამ არსებობს იმისთვის,რომ მოწესრიგდეს პრობლემები. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის,რომ სოფელი იყოს იმ ბუნებრივი ლანდშატფის ადეკვატური,რომ გიხაროდეს იქ მისვლა,“- ამბობს კობა არაბული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up