„აგრიაპი“: თაფლის გაყიდვა სასტუმროებში დრამატულად შემცირდა, რითეილ სექტორში - მზარდია

„აგრიაპი“: თაფლის გაყიდვა სასტუმროებში დრამატულად შემცირდა, რითეილ სექტორში - მზარდია

access_time2021-10-12 16:00:42

თაფლის მწარმოებელი კომპანია „აგრიაპის“ დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ პანდემიის გავლენაზე საუბრობს. კომპანიის საქმიანობის დაწყება პანდემიის პერიოდს დაემთხვა, შესაბამისად, როგორც დავით ალექსიძე ამბობს, პანდემიამდელ მაჩვენებელთან ამჟამინდელი სურათის შედარება, სწორი არ იქნება.



„რითეილში საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს, რასაც ვერ ვიტყვით HoReCa სექტორში გაყიდვებზე.სასტუმროების ნაწილში შემცირება დრამატულია, რითეილის შემთხვევა მზარდია“, - აცხადებს ალექსიძე.



მისი ინფორმაციით, კომპანია ამ დროისთვის 8 ფერმერთან თანამშრომლობს, რომლისგანაც ნატურალურ თაფლს იბარებს და შემდეგ აფასოებს.



როგორც ალექსიძე აცხადებს, საფუტკრე მეურნეობები, საიდანაც „აგრიაპი“ მეფუტკრეობის სუფთა და ბუნებრივ პროდუქტებს იბარებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. მათ შორის, წაბლის თაფლს კომპანია საირმის ხეობიდან, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში განთავსებულ საფუტკრე მეურნეობებიდან იბარებს, გაზაფხულის თაფლს ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში განთავსებული საფუტკრე მეურნეობებიდან, ხოლო ცაცხვის თაფლი საირმის ხეობიდან, ასევე კახეთიდან, სადაც საფუტკრე მეურნეობა განთავსებულია სოფელ ფშაველში, ომალოსკენ მიმავალ გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში. კომპანია ასევე თანამშრომლობს ყაზბეგში არსებულ საფუტკრე მეურნეობასთანაც.



კითხვაზე, რამდენად ხარისხიან თაფლს სთავაზობენ ფერმერები და აწყდება თუ არა ხარისხის პრობლემას, ალექსიძე აცხადებს, რომ კომპანია თაფლს ლაბორატორიულად შემოწმების გარეშე, ან შესაბამისობის სერტიფიკატის წარმოდგენის გარეშე არ იბარებს.




„რამდენიმე ათეულ, პოტენციურ ახალ მომწოდებელთან გვქონდა პრობლემა, რადგან მათ მიერ წარმოდგენილ ნიმუშებში ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს“, - აცხადებს ალექსიძე.



„აგრიაპის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანია პროდუქტის რეალიზაცია ხდება როგორც HoReCa სექტორში (როგორც წონით, ისე პორციული, 10 გრამიანი შეფუთვებით), ისე რითეილ სექტორში (პორციული ფორმით, ასევე ქილებში).



„პორციული თაფლის წარმოების იდეა ჩვენ გვეკუთვნის. აგრიაპი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც თაფლი პორციულ შეფუთვებში გამოუშვა. სანამ ჩვენ ბაზარზე შემოვიდოდით, სასტუმროების 90% იმპორტირებულს მოიხმარდა. იყენებდნენ ხშირ შემთხვევაში თურქულს, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო თაფლისებრი მასა. ინსპირაციაც აქედან წამოვიდა და ჩავთვალეთ, რომ ამ სეგმენტის ათვისებას შევძლებდით. ამ გადმოსახედიდან გარკვეულწილად შევძელით.



10 გრამიანი შეფუთვის ფასი 25 თეთრია. პროდუქტით უკვე დაინტერესდა რითეილ სექტორი, მათ შორის, შევიტანეთ სააფთიაქო ქსელ „პეესპეშიც“, მოლაპარაკებები გვაქვს „ავერსშიც. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გავფართოვდებით,“ - აცხადებს ალექსიძე.



მისი ინფორმაციით, კომპანიამ უკვე შეისყიდა ახალი დანადგარები, რომელიც სამომავლოდ სხვადასხვა სახის პორციული შეფუთით პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას შექმნის.



შეგახსენებთ, „აგრიაპის“ თაფლის პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2018 წლიდანაა წარმოდგენილი. დღეისთვის ჩვენი კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია უმრავლესობა საცალო ვაჭრობის ქსელებში.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up