ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრარულ წარმოებაში  კომპლექსური ღონისძიებების გატარებას იწყებს

ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრარულ წარმოებაში კომპლექსური ღონისძიებების გატარებას იწყებს

access_time2020-04-24 16:06:07

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ“ - ამის შესახებ ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავდა ახალი პროექტები; არსებული რეალობის გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე პროექტებშიც.



პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი” ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნით გაიცემა კრედიტები, რომლის სავარაუდო მოცულობა 50,000,000 ლარი იქნება. სახელმწიფო სრულად დააფინანსებს სესხების 6 თვის საპროცენტო განაკვეთს, ხოლო ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ სესხის ძირითადი თანხა გადაიხადონ მიღებული მოსავლის რეალიზაციის შემდეგ. 2020 წელს პროგრამით ისარგებლებს დაახლოებით 5,000 ბენეფიციარი.



„შეღავაღიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი (8%-ის ნაცვლად 11%), იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც (9%-ის ნაცვლად 12 %).



შემუშავდა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის, მათ შორის, ყურძნის გადამმუშავებელი წარმოება, პურისა და პურპროდუქტების წარმოება და მაკარონის ნაწარმის წარმოება, დაფინანსებისთვის. სახელმწიფო სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას მოახდენს წლიური 10%-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. ასევე პროექტს ემატება აგროლიზინგის ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება იქნება 12%, 24 თვის განმავლობაში. 2020 წელს, პროგრამის ფარგლებში, ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 25,000,000 ლარი.




პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი. მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისათვის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე, კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, იწყება „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ განხოციელება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობა. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში დაიხარჯება 3 მილიონი ლარი. პროგრამით ისარგებლებს 60-მდე ფერმერი.
„ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას“ ფარგლებში, სახელმწიფო 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში იპორტირებული ხორბლის რეალიზებისას წარმოქმნილ ფასთა შორის სხვაობის სუბსიდირებას მოახდენს. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 5.2 მლნ ლარს.



ცვლილებები განხორციელდა „აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამა სამწლიანი გახდა. მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლით დაზღვიონ. 2020 წლის ბიუჯეტი შეადგენს 9 მილიონ ლარს.



სამინისტრო აახლებს „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და დახურულ გრუნტში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების ზრდის ხელშეწყობას. პროგრამის საბიუჯეტო თანადაფინანსების ჯამური თანხა შეადგენს 10,000,000 ლარს. პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ დაფინანსდება 200 ტრაქტორი, 80 000 კვ/მ სათბური და 400 ჰა მიწის ფართობზე მოეწყობა სარწყავი სისტემა.



სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წყალმომხმარებელი ფიზიკური და იურიდიული პირები, 2020 წელს სრულად თავისუფლდებიან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.



გარდა ამისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ასევე სრულად ჩამოეწერებათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up