სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის შედეგებზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  იმსჯელეს

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის შედეგებზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს

access_time2019-05-13 20:00:39

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვას“ გაეცნენ.



საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა და კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია ეკონომიკურ პარამეტრების შესახებ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბიუჯეტის მაჩვენებელი დაგეგმილი იყო 4,5%-ის ეკონომიკური ზრდის ფარგლებში, საბოლოოდ კვარტალურმა საშუალო მაჩვენებელმა 4,7%-ს მიაღწია და მისი თქმით, დაგეგმილი მაჩვენებელი შენარჩუნებული იქნება.



შემდეგ მან დეტალურად ისაუბრა ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის შედეგებზე, მათ შორის ცალკეული უწყებების მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება კი კომიტეტს დაქვემდებარებულ სფეროებს დაუთმო.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის სამი თვის ფაქტობრივმა შესრულებამ 96% შეადგინა. ცალკეული პროგრამების მიხედვით კი ათვისების მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა - ათვისება 93,8%-ია; სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 108,2%; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება - 71,4%; სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების კუთხით - 85,8%; ერთიანი აგროპროექტი - 95,3%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები - 71% და ა. შ.



გიორგი კაკაურიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ასევე უპასუხეს კომიტეტის წევრთა კითხვებს. მაჟორიტარი დეპუტატების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებულმა თანადაფინანსების პროექტმა. დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, როდესაც ბიუჯეტის საკითხი იხილებოდა, პროგრამა განისაზღვრა როგორც „დააბინავე მოსავალი“, შემდეგ კი რატომღაც შეიცვალა და, ზოგადად, ტექნიკის დაფინანსების კომპონენტად გადაკეთდა. მისი თქმით, ფაქტობრივად, კომბაინების დეფიციტი იყო, რის გამოც მოსავლის აღებისას შეფერხებას ჰქონდა ადგილი და პროგრამაც თავდაპირველად სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, დღეს კი ისეთი ვითარებაა, რომ როგორც ირკვევა, მსურველი გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე საამისოდ ბიუჯეტში მობილიზებული თანხებია და ირაკლი შიოლაშვილი კოლეგა მაჟორიტარების სახელით დაინტერესდა, თუ რას აპირებს მთავრობა ამ საკითხის მოსაგვარებლად.




გიორგი კაკაურიძის განცხადებით, თანხა ნამდვილად არ არის საკმარისი, მაგრამ შარშან, შემოდგომაზე არ იყო განსაზღვრული რა მოთხოვნა იქნებოდა და რამდენად მზად იქნებოდნენ ფერმერები ამ პროგრამაში ჩართვისათვის. „ჩვენ ვფიქრობთ ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები განხორციელებას, სავარაუდოდ ექსი თვის თავზე გვექნება უფრო მეტი მონაცემები და შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, გვექნება დამატებითი შემოსავლები თუ არა. რაც შეეხება პროექტს, იგი არაა ერთჯერადი და მას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ, უბრალოდ, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, წელს რამდენ ადამიანს დავაფინასებთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამისთვის განსაზღვრულ 4 მილიონს უკვე დაემატა 3 მილიონი და რესურსი 7 მილიონამდე გაიზარდა, თუ შემოსავლები გადაჭარბებით იქნება მიღებული, კიდევ შეიძლება დამატებითი რესურსის მოძიება.



კომიტეტის წევრების აზრით, თანხები აუცილებლად მიზნობრივად უნდა წარიმართოს იმ მიმართულებით, რომელი ტექნიკის დეფიციტიც ქვეყანას უფრო აქვს.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მართალია პრობლემა კომბაინებთან დაკავშირებით არსებობს, მაგრამ რეალურად სხვა ტექნიკაზეც აღმოჩნდა დეფიციტი და სწორედ ამიტომ მოხდა პროგრამის გაფართოება. მისი ინფორმაციით, პროექტების მიღება შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოთხოვნილმა თანხამ 24 მილიონ ლარს მიაღწია. „ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა განაცხადი დაკმაყოფილდება, უბრალოდ ცალსახად ვერ ვსაზღვრავთ დროს. ვინაიდან 24 მლნ საკმაოდ დიდია როგორც ჩვენი სამინისტროსთვის, ისე ბიუჯეტისთვის. შიდა რესურსებიდან გამოვათავისუფლეთ თანხები და უკვე 7 მილიონზეა ლაპარაკი. 700 განაცხადია და მთავრობასთან ერთად ვეძებთ გზებს დამატებითი რესურსების მოსაპოვებლად. განაცხადი არ არის მარტო კომბაინებსა და მოსავლის ამღებ ტექნიკაზე, ვინაიდან ზოგადად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტია ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის პროექტი ჩვენ მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.



კომიტეტის წევრების განცხადებით, აუცილებელია გადაიხედოს პრიორიტეტების საკითხიც. გასარკვევია რა უფრო სჭირდება მოსახლეობას: ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი თუ გადამამუშავებელი საწარმოები, სამაცივრე მეურნეობები, რომლებიც მოსახლეობის დასაქმების ხელშემწყობია.



„ყველაზე დიდი პრიორიტეტი მოსახლეობაში არის დასაქმება. სამაცივრე მეურნეობებზე ყველა განაცხადი უნდა დაკმაყოფილდეს. თუ ჩვენ „დანერგე მომავლის“ თანმდევ პროექტად სამაცივრე მეურნეობების ხელშეწყობა არ გავაგრძელეთ, ეს გამოიწვევს პირველ რიგში „დანერგე მომავლის“ დისკრედიტაციას, ვინაიდან უკვე ძალიან დიდი იქნება გაფუჭებული პროდუქტის რაოდენობა. ოპერატიული ინფორმაციით, მოსავლის დაახლოებით 25%-ის დანაკარგი ისედაც გვაქვს, ვინაიდან ვერ ხორციელდება სწორი ტექნოლოგიებით მათი დაბინავება. უკომპრომისო მოცემულობაა და ჩვენ ყველა, უკანასკნელ განაცხადამდე, უნდა დავაფინანსოთ. აქ ორი არგუმენტია: არ იყოს პროდუქტის ასეთი დიდ დანაკარგი და სეზონურობა იყოს დაცული, რაც ფერმერებს მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს. უკანდასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს, გამორიცხულია, ვერ დავუშვებთ, რომ რომელიმე სამაცივრო მეურნეობის და შემნახველი მეურნეობის პროექტი არ დაფინასდეს. შეიძლება სხვა რომელიმე პროექტმა მოითმინოს, მაგრამ ეს არ არის რომელიმე განყენებული პროექტი. ეს არის „დანერგე მომავლის“ გაგრძელება. ამას თუ გაგრძელება არ მოჰყვა ეს იქნება ძალიან დიდი ტრაგედია და ყველაზე დიდი დემოტივატორი დარგში ინვესტიციებისა, ვინაიდან ეს არის პირველი ნაბიჯი ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილში. პირველადი წარმოებიდან უკვე გადამამუშავებლამდე ეს არის შუალედური რგოლი, რომელიც ნერგავს აბსოლუტურად სხვა კულტურას და გაცილებით დიდ ღირებულებას ტოვებს ქვეყანაში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.



მისივე თქმით, ამ მიმართულებით ცნობილია მინისტრის, მისი გუნდის პოზიცია და შესაბამისად, კომიტეტის მხრიდან სამინისტროს სრული მხარდაჭერა ექნება. დასასრულ, კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.






პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს
access_time2019-07-18 17:30:46
IDS Borjomi Russia-მ წარადგინა ბრენდ „ბორჯომი“-ს ინოვაციური რებრენდინგი. 100-წლიან ისტორიის მქონე მინერალური წყალი ალუმინის ქილაში გამოჩნდა, რაც ბრენდისთვის რევოლუციის ტოლფასია. ამით „ბორჯომმა“ დაიპყრო ახალგაზრდა აქტიური აუდიტორია. ამჟამად მოვიდა დრო კიდევ ერთი თამამი ნაბიჯისთვის - ბრენდის განუმეორებელი და თამამი ხასიათი გამოიხატება ორიგინალურ გაფორმებაში. ყველასთვის ნაცნობმა შეფუთვამ მიიღო ახალი დიზაინი, შეიცვალა ეტიკეტის ფორმა და...

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად,  $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება
access_time2019-07-18 16:30:34
სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელზეც არქიტექტურული კომპანია spectrum-ი მუშაობს. „კონცეფცია რამდენიმე თვის წინ...


მსგავსი სიახლეები

up