აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მყარი საფუძველია იმისა, რომ მომავალშიც მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით - დავით ზალკალიანი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტზე

აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მყარი საფუძველია იმისა, რომ მომავალშიც მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით - დავით ზალკალიანი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტზე

access_time2020-10-01 15:24:32

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გამართულ შეხვედრებზე ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმ უაღრესად ხელშესახებ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების თავლსაზრისით, ასევე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და განმტკიცების მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს წარმატება, როგორც ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, ასევე მის განსაკუთრებულ როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, დაიგეგმა შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების მიმართულებით, რომელიც ასევე მნიშვნელოვანად დაახლოებს პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატოში შეხვედრა, სადაც ჩვენ გენერალურ მდივანთან განვიხილეთ ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. აღინიშნა, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ასპირანტი, ნატოსთან თავსებადი, ნატოს პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში სწრაფი რეაგირების ოპერაციაში, ამისთვის ისინი უაღრესად მადლიერნი არიან, ასევე აღნიშნავენ პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან- ალიანსში წევრობასთან.“- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.



მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში. პოზიტიურად იყო შეფასებული ე.წ. საპორტო ვიზიტები - შავი ზღვის პორტებში ნატოს ხომალდების შემოსვლა, ასევე გახშირებული წვრთნები, რომელიც ნატოს ეგიდით ტარდება. „უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უპრეცედენტო წვრთნები, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაზრდის ნატოს ფიზიკურ ყოფნას საქართველოში, რაც ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა“ - განაცხადა ზალკალიანმა.



მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობაზე, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, შავი ზღვის პოტენციალი გამოვიყენოთ, ასევე სხვადასხვა დიდი პროექტები, რომელიც ფიზიკური დაახლოების მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს ევროკავშირთან. ჩვენი ქვეყანა არის ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ბიზნესის კეთების კუთხით, საბიუჯეტო გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ყველა რეიტინგებზე უმაღლეს პოზიციებზეა, რაც სათანადოდ შეფასებულია და ძალიან კარგად არის აღქმული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ვიზიტის დროს ყველა ერთად აღნიშნავდა, როგორც ასოცირების ისე ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის, ასევე სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით არსებულ ძალიან სერიოზულ პროგრესს, ასევე იმ ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა და უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ, კერძოდ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით, ასევე ეუთოს რეკომენდაციების შესრულების კუთხით, იმით, რომ საარჩევნო კანონმდებლობა მთლიანად განახლდა და მოერგო ჩვენს ახალ საკონსტიტუციო წყობას-საპარლამენტო რესპუბლიკას.“- განაცხადა მინისტრმა.



მინისტრის თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. მისივე თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი უსაფრთხოების გარანტიები, კორონავირუსის გათვალისწინებით. „ძალიან დიდი მოლოდინია, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების თვალსაზრისით, იქნება დაცული და ეს არჩევნებიც იქნება ისეთივე მაღალი სტანდარტების და პრინციპების, როგორიც იყო ადრე 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები. ჩვენ უკვე სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც აგზავნის როგორც გრძელვადიან ისე მოკლევადიან დამკვირვებლებს. ასევე ევროპარლამენტში გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად განიხილონ შესაძლებლობა, თუმცა დღეს კიდევ მოქმედებს შეზღუდვები ევროპარლამენტარების გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაგრამ პრემიერი იყო ძალიან მკაფიო - ყველას აძლევდა გარანტიას, რომ ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი მათი უსაფრთხოებისთვის და უზრუნველვყობთ მაქსიმალური რაოდენობის დამკვირვებლების ჩამოყვანას და დასწრებას. თუ საჭირო იქნება, მიცემული იქნა გარანტია, რომ ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ სპეციალური რეისი და მოვახდინოთ ყველა დამკვირვებლის ჩამოყვანა საქართველოში.“- განაცახადა მინისტრმა.



დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი განხორციელდა პანდემიის პირობებში, მაშინ როდესაც შეზღუდულია შეხვედრები და საერთაშორისო ვიზიტები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up