2020 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სომხეთსა და საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, შესაბამისად 20.2% და 18.5%. აღნიშნულ მონაცემებს მოსდევს უკრაინა 9.5%-ით. მოლდოვაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 4.7% დაფიქსირდა, ბელარუსში და აზერბაიჯანში კი 5.2% და 6.2% შესაბამისად.
2017-2019 წლებში, საქართველოში უმუშევრობის დონის, ყველაზე მაღალი, 4 %-იანი კლება დაფიქსირდა. საქართველოს მაჩვენებელს მოსდევს უკრაინა და ბელარუსი 1.3 და 0.9 %-ით.
აღნიშნულ პერიოდში უმუშევრობის დონე მხოლოდ სომხეთში 1.1% -ით და მოლდოვაში 1%-ით გაიზარდა. COVID-19 კრიზისის გამო, 2020 წელს უმუშევრობის დონე გაიზარდა ყველა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, გარდა მოლდოვისა, სადაც უმუშევრობა 0.39 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ყველაზე მეტად უმუშევრობის დონე სომხეთსა და აზერბაიჯანში გაიზარდა (1.4 %). უკრაინასა და საქართველოში კი 1.3 და 0.9%-ით ზრდა დააფიქსირა.
GBC.GE