„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის  შეხვედრაზე ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის შეხვედრაზე ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა

access_time2020-10-13 23:59:57

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაში, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელწმიფოების წარმომადგენლები.


შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიღწეული შედეგები და ყურადღება გაამახვილეს პარტნიორობის მომავალსა და მიზნებზე 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის კონტექსტში.



მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე. ამ კონტექსტში, მან კონკრეტულ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის საკითხზე. ამავდროულად, ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოების მიმართულებით, ვახტან მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა დაკავშირებულობის, განსაკუთრებით კი, შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.


რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების ფონზე, ვახტანგ მახარობლიშვილის მხრიდან ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოების მყარი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე, ისევე როგორც კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მიზნით ევროკავშირის მეტი და უფრო ქმედითი ჩართულობის საჭიროებაზე.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ისეთ პრიორიტეტებს როგორიცაა კანონის უზენაესობა, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია, მეცნიერებისა და კვლევების სფეროების დაახლოება და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება.


„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგისოფიციალურ პირთა შეხვედრა ყოველწლიურადიმართება და იმ დროისთვის პარტნიორობის ფარგლებში არსებული აქტუალური საკითხების განხილვას ეძღვნება“  ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up