აღმოჩნდა, რომ საპენსიო საკითხების მოწესრიგების რეალური გეგმა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს - ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ აქტიურობდნენ - პაატა ბაირახტარი

აღმოჩნდა, რომ საპენსიო საკითხების მოწესრიგების რეალური გეგმა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს - ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ აქტიურობდნენ - პაატა ბაირახტარი

access_time2021-11-25 16:35:18

„საქმე ეხება 800 000 -მდე პენსიონერის ბედს. მათი ბედი კი დამოკიდებული იქნება იმ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებებზე, რომელიც მუშაობს და შედეგად საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო სერვისის უზრუნველსაყოფად ტენდერი განახლებული პირობებით უნდა გამოაცხადოს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ კუთხით პროცესები გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტით უნდა წარიმართოს, რათა ჩვენი მოსახლეობა არ გახდეს ვინმეს, პოლიტიკური ინტერესებს მსხვერპლი“, - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ რადიო-გადაცემაში „კომერსანტი LIVE“, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა.



მისი თქმით, რაც დრო გადის, მით უფრო ცხადი ხდება, რომ საპენსიო საკითხების მოწესრიგების რეალური გეგმა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს და ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ აქტიურობდნენ.




„მიმაჩნია, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს მოკლევადიანი პოლიტიკური ქულების დაწერაზე ორიენტირებული აქტივობები. მით უფრო, როცა საქმე ეხება ასობით ათასი პენსიონერის მომსახურების შესაძლო გაუმჯობესების პროცესს. პენსიების დარიგებაში ბევრი ბანკის მონაწილეობის დაშვებას და ამით ე.წ. საპენსიო სესხის სარგებლის, მათ შორის, 20 პროცენტამდე დაწევის შესაძლებლობებზე აჟიტირებული საუბარი რომ მხოლოდ პოლიტიკური კეკლუცობა იყო, ამას მოწმობს არჩევნების შემდგომი სურათიც, როცა მანამდე საკითხთან დაკავშირებით გამალებული აქტიურობით გამორჩეული რამდენიმე პოლიტიკური ძალიდან ერთსაც კი აღარ გაუკეთებია უმნიშვნელო განცხადებაც კი. სამწუხაროდ, ფაქტია, როგორც აღმოჩნდა, საპენსიო საკითხის მოწესრიგების რეალური გეგმა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს - ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ აქტიურობდნენ“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.





სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!

სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!
access_time2021-12-07 09:55:26
სილქფესტი 7 დეკემბერს ულიმიტო პირობებს...

„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში
access_time2021-12-07 10:00:58
„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე...


მსგავსი სიახლეები

up