აღმოჩენილია დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე შავი ხვრელი

აღმოჩენილია დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე შავი ხვრელი

access_time2020-05-06 23:55:36

ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, მაგრამ კოსმოსში ისინი მრავლადაა — მთელ გალაქტიკაში მიმოფანტული ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები. თანაც, ისინი ჩვენთან ახლოსაც არიან. სულ ახლახან, ასტრონომებმა აღმოაჩინეს დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე შავი ხვრელი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის; ის სამჯერ უფრო ახლოს არის, ვიდრე ის შავი ხვრელი, რომელიც აქამდე ყველაზე ახლომდებარედ მიგვაჩნდა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ეს შავი ხვრელი საკმაოდ პატარაა, მისი აღმოჩენა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, რადგან შავი ხვრელების აღმოჩენა ურთულესია, თუკი ისინი ახლომდებარე სივრციდან მატერიას არ ჭამენ, რადგან მშვიდ მდგომარეობაში არ გამოყოფენ ან აირეკლავენ რაიმე დაფიქსირებად რადიაციას.

 

ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელი სამმაგი ვარსკვლავური სისტემის ნაწილია; მისი ორი მეწყვილეა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით ხილული B-ტიპის მთავარი მიმდევრობის ორი ვარსკვლავი; ეს სისტემა აქამდე ორმაგ სისტემად მიიჩნეოდა და სახელად HR 6819 ჰქვია.

 

ბინარულ (ორმაგ) ვარსკვლავებზე მიმდინარე კვლევის ფარგლებში, როდესაც ასტრონომები ამ სისტემას აკვირდებოდნენ, იქ რაღაც უცნაური შენიშნეს. ორი ვარსკვლავის ორბიტებს რაღაც ამრუდებდა.

 

ვარსკვლავებზე შემდეგი დაკვირვება ასტრონომებმა ევროპის სამხრეთული ობსერვატორისს (ESO) ჩილეში მდებარე ლა-სილიის ობსერვატორიის 2,2-მეტრიანი MPG/ESO ტელესკოპით ჩაატარეს. ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომლის მასაც 5-7 მზის მასას უდრის, სისტემის გრავიტაციულ ცენტრს გარს უვლის 40 დღეში ერთხელ, მაგრამ მეორე ვარსკვლავი ამას გაცილებით დიდ დროს ანდომებს.

 

მათი ორბიტების ანალიზებისას გაირკვა, რომ ერთმანეთის გარშემო ორბიტაზე არა ორი, არამედ სამი ობიექტი მოძრაობს. გამომდინარე იქიდან, რომ მესამე ობიექტი უხილავია, რჩება ერთადერთი რაღაც, რაც ის შეიძლება სინამდვილეში იყოს.

 

„ოთხი მზის მასის მქონე უხილავი ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ შავი ხვრელი. გამომდინარე აქედან, ეს სისტემა შეიცავს დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე შავ ხვრელს ამ დრომდე ჩვენთვის ცნობილთა შორის“, — ამბობს ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ასტრონომი თომას რივინიუსი.

 

ეს შავი ხვრელი ჩვენგან სულ რაღაც 1000 სინათლის წლით არის დაშორებული. აქამდე უახლოესად მიჩნეულ შავ ხვრელს, სახელად A 0620-00-ს კი დედამიწიდან 3300 სინათლის წელიწადი აშორებს.

 

ასტრონომები ამჟამად მუშაობენ კიდევ ერთ კვლევაზე, რომელშიც ამ ვარსკვლავთა ბუნებას დიდ დეტალებში აღწერენ, მაგრამ ანალიზები უკვე მიუთითებს, რომ შავი ხვრელის მინიმალური მასა დაახლოებით 4,2 მზის მასას შეადგენს და ამ მაჩვენებლით, ის ყველაზე პატარა შავ ხვრელთა კატეგორიაში თავსდება.

 

აღსანიშნავია, რომ ხუთი მზის მასაზე ნაკლები მასის მქონე შავი ხვრელი ასტრონომებს ამ დრომდე არასოდეს დაუფიქსიებიათ. შემდგომი კვლევა გვიჩვენებს, დაამყარებს თუ არა ამ რეკრდს HR 6819-ის შავი ხვრელი. ეს კვლევა ნათლად ადასტურებს, რომ უცნაურად მოძრავ ვარსკვლავებზე დაკვირვებით შავ ხვრელთა ძებნა საკმაოდ გონივრულია.

 

სხვათა შორის, ირმის ნახტომში ჯერ მხოლოდ 50-მდე ვარსკვლავური მასის შავი ხვრელია აღმოჩენილი და მათი უმეტესობის დაფიქსირება მაშინ მოხერხდა, როდესაც ისინი მატერიას სანსლავდნენ, რადგან ამ დროს გამოყოფა ძლიერი სიცხე და სინათლე. ახალ კვლევაში გამოყენებული მეთოდი ძალიან ბევრი სხვა შავი ხვრელის აღმოჩენის უფრო მარტივ გზას გვთავაზობს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს სულაც არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც უცნაურად მოქმედ ვარსკვლავებზე დაკვირვებამ შავი ხვრელი აღმოგვაჩენინა.

 

„ჩვენს გალაქტიკაში ასობით მილიონი შავი ხვრელი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთვის მხოლოდ რამდენიმე მათგანია ცნობილი. იმის ცოდნა, თუ სად და როგორ უნდა ვეძებოთ, გაცილებით მეტ მათგანს გვაპოვნინებს“, — ამბობს რივინიუსი.

 

ასეთმა ვარსკვლავურმა სისტემებმა შეიძლება გაამარტივოს სხვა ცნობილ საიდუმლოთა ამოხსნაც. მაგალითად, შავი ხვრელის შემცველი სისტემების სხეულების ერთმანეთთან ურთიერთქმედებაზე დაკვირვება შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს იმის გასარკვევად, როგორ ხდება მრავალსხეულიან სისტემებში შავ ხვრელთა ან ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახება, რა დროსაც გრავიტაციული ტალღები წარმოიქმნება.

 

ასევე ცნობილია შარშან აღმოჩენილი სისტემა LB-1-ის შემთხვევაც, რომელშიც „შეუძლებელი“ მასის შავი ხვრელი უნდა ყოფილიყო. თუმცა საბოლოოდ, ასტრონომთა სხვა ჯგუფებმა გაარკვიეს, რომ საქმე შეცდომასთან გვქონდა.

 

სამმაგი სისტემები ასევე მიიჩნევა შავ ხვრელთა და ნეიტრონულ ვარსკვლავთა შერწყმის პრეკურსორებად. სისტემა HR 6819-ის შემთხვევაში ეს საკმაოდ საინტერესოა. შავ ხვრელად კოლაფსირებისთვის, წინაპარი ვარსკვლავი უნდა იყოს სულ მცირე 20 მზის მასის. ხოლო 8-დან 20-მდე მზის მასის მქონე წინაპარი ვარსკვლავისგან ნეიტრონული ვარსკვლავი წარმოიქმნება.

 

HR 6819-ის ორი ვარსკვლავის მასა დაახლოებით 6 მზის მასას უდრის (თითოეულის) და შესაბამისად, სიცოცხლის ბოლოს ისინი თეთრ ჯუჯებად გადაიქცევიან. გასარკვევია ისიც, ეს სისტემა ტიპურია თუ რაიმე განსაკუთრებული.

 

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, თუ რას გვეტყვის ახალს ეს საოცარი სისტემა ჩვენი სამყაროს შესახებ.

 

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.


1tv.ge




არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...


მსგავსი სიახლეები

up