„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ - 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება

„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ - 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება

access_time2020-05-23 21:03:27

„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ – იმოგზაურე საქართველოში 15 ივნისიდან. სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის საპრომოციო ახალი ბანერი გამოჩნდა.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს, კურორტს, ისარგებლონ სასტუმროების და კვების ობიექტების მომსახურებით.

„შიდა ტურისტებს ქვეყნის მასშტაბით შესაძლებლობა მიეცემათ ეწვიონ ყველა იმ ტურისტულ ობიექტს, რომელიც აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების ზომების შესაბამისად და დაცული იქნება ჯანდაცვის ახალი სტანდარტებით“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.


„მოხარული ვართ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც შიდა ტურიზმს გახსნის, ეს კი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედებისთვის. გვსურს მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, იმოგზაურონ საქართველოში, აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია – ულამაზესი ბუნება, გამორჩეული კუთხეები, დაცული ტერიტორიები, კულინარია თუ კულტურა. 15 ივნისიდან ვიმოგზაუროთსაქართველოში, ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს, რომ კვლავ შეძლონ თქვენი მასპინძლობა, რაც ბევრი ადამიანის დასაქმების და შემოსავლის წყარო იქნება“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

მისივე თქმით, პირველი ივლისიდან კი საქართველოს ტურისტულ მრავალფეროვნებას უკვე საერთაშორისო მოგზაურები აღმოაჩენენ.


თეგები:
ტურიზმი



ა(ა)იპების შენახვა აჭარაში წელიწადში 41 მლნ ლარზე მეტი ჯდება

ა(ა)იპების შენახვა აჭარაში  წელიწადში 41 მლნ ლარზე მეტი ჯდება
access_time2021-01-20 13:00:45
აჭარის 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი) სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6,991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოებით 3,444,517.35 ლარი, წლიურად კი - 41,334,208.2 ლარი იხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია, თუ რამდენი პირია დასაქმებული (შტატით და...

თურნავას თქმით, რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, თებერვლის თვიდან აღდგება

თურნავას თქმით, რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, თებერვლის თვიდან აღდგება
access_time2021-01-20 12:00:56
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები, სავარაუდოდ, თებერვლის თვეში მოიხსნება.   "იხსნება, ასევე, ფრენები. კონკრეტულ თარიღებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ თებერვლის თვე იქნება სავარაუდოდ ის თვე, როდესაც რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით. მაგრამ ეს არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. ეს იქნება ძალიან კონკრეტული, კონტროლირებადი ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან სხვა ადეკვატური დოკუმენტით", — განაცხადა...

სილქფესტი ოთხ რჩეულ პაკეტს ხელმისაწვდომი პირობით თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი ოთხ რჩეულ პაკეტს ხელმისაწვდომი პირობით თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-20 10:50:13
20 იანვარს, სილქფესტს ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებები ექნება მომხმარებლებითვის:   ულიმიტო ინტერნეტი - 19 ლარად - კომბინაციით *019# 3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად - კომბინაციით *202# 10 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 9 ლარად - კომბინაციით *202# 400 ლოკალური წუთი - 6 ლარად - კომბინაციით *202# პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა.   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და ცალ-ცალკე.   აქცია...

როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ - სოსო ფხაკაძე

როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ - სოსო ფხაკაძე
access_time2021-01-20 10:00:55
„როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება როგორშიც ხელისუფლება იყო ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიზნესი ხელისუფლებას მძიმე მდგომარეობაში ყოველთვის გვერდში დაუდგება, მიუხედავად იმისა თუ რომელი პარტია იქნება ქვეყნის მმართველი.   „როდესაც მე და არა მარტო მე, პრემიერი გავამხნევეთ , მაშინ ქვეყანაში კორონავირუსის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-19 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.ბიზნესის მთავარი პრობლემა ლარის მერყევი კურსი და შიდა სავალუტო ბაზარზე არასტაბილური ვითარებაა - სოსო ფხაკაძე ლარის გაცვლითი კურსის მოკლე დროში საგრძნობმა მერყეობამ პანდემიისგან დაზარალებული ქართული ბიზნესი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააგდო. რა გავლენას ახდენს ლარის...


მსგავსი სიახლეები

up