„აღმოაჩინე აჭარული სამზარეულო“ - National Georgraphic Traveler Food აჭარულ სამზარეულოს სტატიას უძღვნის

„აღმოაჩინე აჭარული სამზარეულო“ - National Georgraphic Traveler Food აჭარულ სამზარეულოს სტატიას უძღვნის

access_time2021-10-06 15:30:00

„აღმოაჩინე აჭარული სამზარეულო“ - ამ სათაურით სტატიას National Geographic Traveller Food აქვეყნებს. პოპულარული გამოცემა მილიონობით გამომწერს აჭარული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებზე ესაუბრება და მათი მომზადების წესს აცნობს. 


სტატია ქართული სუფრის აღწერით იწყება. „ქართული სუფრა უნიკალურია. ეს არის უზომოდ დიდი პროპორციებისა და მრავალფეროვანი კერძების დღესასწაული. ქართული სამზარეულო ძირითადად, ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით, საკვების მომზადების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებითა და მაგიდის ტრადიციული განლაგებით, რომელსაც ქართულ სუფრაზე უკეთ არაფერი წარმოაჩენს,“ ნათქვამია სტატიაში.


ქართულ სუფრასა და თამადის როლზე საუბრის შემდეგ ბრიტანული გამოცემა აჭარულ სამზარეულოზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ რეგიონის სამზარეულოზე გავლენა კავკასიურმა, აღმოსავლეთ ევროპულმა და ახლო აღმოსავლეთის კულინარიულმა ტრადიციებმა იქონიეს.


აუცილებლად დასაგემოვნებელ კერძებში კი National Geographic Traveller Food აჩმას ასახელებს და მკითხველს მისი მომზადების წესს აცნობს. „აჭარული ლაზანია“, რომელიც ყველისა და თხლად გაყვანილი, წინასწარ მოხარშული ფენებისგან მზადდება სადღესასწაულო კერძია. აჩმის სერვირება უმჯობესია ცხლად - დამდნარი ყველის თხელი ფენები, კომბინირებული კარაქთან ერთად, მას მდიდარ, მაგრამ ამავდროულად მსუბუქ არომატს სძენს.“



National Geographic Traveller Food-ის ბრიტანული გამოცემა მილიონობით გამომწერსა და მკითხველს ურჩევს სად წავიდეს, რა ნახოს და როგორ აღმოაჩინოს მსოფლიო გემრიელი კერძების მეშვეობით. აჭარის შემთხვევაში, გამოცემა რეგიონის, როგორც ზღვისპირა მხარის უპირატესობაზე საუბრობს, სადაც თევზეულის მრავალფეროვანი არჩევანია.


„რადგანაც აჭარა ზღვისპირა რეგიონია, ის შავი ზღვის თევზის მრავალსახეობას გვთავაზობს, რომელთა შორის ზოლიანი, წითელი „ბარაბული“ განსაკუთრებით გამორჩეულია. ბარაბული ამოსვრილია ფქვილში, ოქროსფერ შეფერილობამდე შემწვარია ზეთში და სერვირებულია ლიმონის ნაჭრებთან ერთად. მას ძირითადად, თან ახლავს ტრადიციული ტკბილ - მჟავე სოუსი ტყემალი და ხშირად მიირთმევენ ცივ ლუდთან ერთად.“ სტატია აჭარულ დესერტზე „მაჯუნი“ საუბრით სრულდება, რომელიც ძირითადად დღესასწაულებზე თაფლის, ბრინჯისა და შავი წიწაკისგან მზადდება.


National Geographic Traveller Food-ის საშემოდგომო ნომერში აჭარულ და ზოგადად, ქართულ სამზარეულოს მკითხველი იტალიური, ესპანური, ბერძნული, მექსიკური და კულინარიით გამორჩეული ქვეყნების გვერდით იხილავს.


ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up