ირანული ინვესტიციით აღმაშენებლის ხეივანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება

ირანული ინვესტიციით აღმაშენებლის ხეივანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება

access_time2020-02-14 14:30:14

გამწვანებული ბაღი, საკონფერენციო დარბაზები  კაზინო, რესტორანი, ფიტნეს-ცენტრი და საცურაო აუზი - აღმაშნებლის ხეივანში 23 სართულიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ Sweet royal hotel -ს ირანის მოქალაქე  ჯამალ კაზემი აშენებს. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია ინვესტორი სასტუმროს მართვაში მაღალი დონის ოპერატორის შემოყვანას გეგმავს. შესაბამისად, სასტუმროს არქიტექტურული იერსახე  მოთხოვნებზე მორგებულია. პროექტის  ინვესტიცია 20 მილიონ დოლარს შეადგენს.

 



არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

 

„პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის კონსტრუქციას, რომელიც მინის ფასადით შეიფუთება. მიწისზედა 23 სართულია, ხოლო მიწისქვეშ 2 სართული. ფუნქციურად მიწისქვეშა 2 სართული სასტუმროს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დამხმარე ფუნქციებითაა დატვირტული. მინუს ერთ სართულზე  განთავსებულია კაზინო, სასტუმროს სათავსო და სასაწყობე ფართები. მიწისზედა სამ სართულზე განთავსდება მთავარი მიმღები, ატრიუმი, მოსაცდელი ზონები, რესტორანი და დამხმარე სივრცეები. ასევე საოფისე ზონა და საკონფერენციო დარბაზები მდებარეობს ამავე ბლოკში. მეოთხე სართულიდან  მეათე სართულის ჩათვლით გეგმარება ფაქტიურად ტიპურია და სასტუმროს ნომრებია განთავსებული.

 




მეთერთმეტე სართული წარმოადგენს ღია სივრცეს და გამწვანებული ბაღის (მწვანე ტერასის) ფუნქცია ექნება. ვიზუალურად მეთერთმეტე სართულის წყვეტა ხაზს უსვამს არქიტექტურულ ჩანაფიქრს, მოვწყვიტოთ საპროექტო შენობის გარკვეული ბლოკები ერთმანეთს, მოცულობა დაიყოს და პროპორციული თვალსაზრისით უფრო მსუბუქად. თუმცა, ამავდროულად მონუმენტურად აღიქმებოდეს. მეთორმეტე სართულიდან ოცდამესამე სართულამდე ასევე გეგმარება ტიპურია, ბოლო სართულების გარდა, სადაც განთავსებულია რესტორანი, ფიტნეს-ცენტრი და საცურაო აუზი, რომელსაც ასევე აქვს სახანძრო სათადარიგო ავზის დანიშნულება.

  

მოცემული პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე  #41 დადგენილების (ტექნიკური რეგლამენტი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე) მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად დაიხარჯა ძალიან დიდი დრო და ენერგია და ნებისმიერი დეტალის ცვლილება გამოიწვევს პროექტის ძირეულ ცვლილებებს. პროექტი მორგებულია ყველა დადგენილებას და შესაბამისობაშია მოყვანილი როგორც არქიტექტურული და კონსტრუქციული თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების წესებთან.

 

ვინაიდან ტერიტორიაზე იყო ქარქცევადი და დაავადებული ხეები დაგვევალა მათი მოჭრა და  საკომპესაციო დარგვა. ამის გამო ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში შეთანხმებულია დენდროლოგიური პროექტი, - ვკითხულობთ არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განმარტებით ბარათში.

 

 

 ბაჩო ადამია



თეგები:
Sweet royal hotel



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up