Agility Group-ი საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს

Agility Group-ი საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს

access_time2019-01-24 11:07:45

ლოგისტიკის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Agility Group-ი საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტარეკ სულთან ალ ესამ დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს, შეასრულოს რეგიონულიი ცენტრის როლი.



ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ პროექტებს, ასევე საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალს.


"ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ შედეგებისადმი, რაც ამ თანამშრომლობამ შეიძლება მოიტანოს. ნათელია, რომ საქართველოს შესანიშნავი და განუმეორებელი შესაძლებლობები გააჩნია რეგიონული ცენტრის როლის შესასრულებლად. ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება პორტებსა და მეზობლებთან კავშირების გამყარების დანიშნულების მქონე ობიექტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანალოგიური მნიშვნელობისაა პროგრესულად მოაზროვნე მთავრობა, რომელიც ზრუნავს ბიზნესგარემოს რეფორმირებაზე, რათა საქართველოში ბიზნესის კეთება კიდევ უფრო გამარტივდეს. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა თქვენი ქვეყნის სტრატეგიას ძალიან კარგად ესადაგება. ამიტომ, ყოველივე ეს ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს საქართველოს სტრატეგიის პრაქტიკულ განხორციელებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ Agility Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.




Agility Global Integrated Logistics-ი ინტეგრირებული ლოგისტიკის ლიდერი მიმწოდებელია. კომპანიას მსოფლიოს 100 ქვეყანაში 500-მდე ოფისი აქვს და 22 ათასი თანამშრომელი ჰყავს. Agility-ის წლიური შემოსავალი 4,6 მილიარდი აშშ დოლარია.


„კომერსანტი“ 

თეგები:
Agility Group



ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს

ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს
access_time2019-11-17 10:00:29
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:"-მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს: მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს - ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი , რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. უამრავი. ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელი,...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...


მსგავსი სიახლეები

up