„აგარის შაქარმა“ არაკონკურენტული გარემოთი ისარგებლა და ფასი გაზარდა

„აგარის შაქარმა“ არაკონკურენტული გარემოთი ისარგებლა და ფასი გაზარდა

access_time2020-09-30 11:35:23

„გასულ კვირას „აგარის შაქარი“ 75 ლარი ღირდა, დღეს კი 81 ლარი და 40 თეთრი ღირს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ შ.პ.ს. „ლუანა“-ს კომერციულმა დირექტორმა ლევან ზეგარდელმა განუცხადა. კომპანიაში, რომელიც დაკავებულია საკვები, სასმელი, სამომხმარებლო და აგრარული პროდუქციის სადისტრიბუციო საქმიანობით აცხადებენ, რომ ყველაზე მეტად ბოლო პერიოდში შაქრის ფასი გაიზარდა, ლევან ზეგარდელის თქმით, ცვლილება დაახლოებით 10% - მდეა. იმპორტიორი აცხადებს, რომ ფასის ზრდა რუსული შაქრის გაძვირებამ გამოიწვია. მისი განმარტებით, ბაზარზე შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა ადგილობრივმა წარმოებამ, რადგან დისტრიბუტორებს „აგარის შაქრის“ კომბინატის გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს.

 

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად შაქარი გაძვირდა. შემოგვქონდა რუსული შაქარი, თუმცა, რუსეთში ცოტა ჭარხლის მოსავალი მოვიდა რის გამოც შაქრის ფასი კატასტროფულად გაიქცა. გარკვეული დროით შემდეგ აგარის შაქარზეც გადავედით, თუმცა ეგეც გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ აგარის შაქარმა ნედლეული კორონავირუსის დაწყებამდე შეისყიდა. კომპანიას რუსულ შაქარს უწევდა კონკურენციას და როცა რუსული შაქარი 90 ლარი გახდა, ფასი მათაც გაზარდეს,“, - განაცხადა ლევან ზეგარდელმა.

 

შ.პ.ს. „ლუანა“ პროდუქციის იმპორტს რუსეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან ახორციელებს. კომპანიის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ პროდუქციის გაძვირება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაუფასურდება ლარი.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტაბილურობაა, გვირჩევნია ლარის კურსი დოლართან მიმართებით 4 იყოს და არ შეიცვალოს, ვიდრე ხან 3 და ხან 2.5. ეროვნული ვალუტის თამაში ჩვენი საქმიანობისთვის დამღუპველია. გაძვირებულ პროდუქტებს შორისაა ასევე მაკარონი. იქედან გამომდინარე, რომ  შაქარზე და მაკარონზე დაბალ პროცენტზე ვმუშაობთ ლარის გაუფასურება  პროდუქტის ფასს პირდაპირ ურტყამს, ვინაიდან შესყიდვას დოლარში ვახორციელებთ. გვქონია შემთხვევა, როდესაც რუსეთში სხვა კურსით გადაგვიხდია ფული, როცა  პროდუქტი საბაჟოზე შემოსულა  იმ დროისთვის უკვე არსებული კურსით უნდა გადაგვეხადა. არის ისეთი პროდუქტები, რომლებიც შედარებით  მაღალ პროცენტში გვაქვს, მაგ. შესქელებული რძე, რაზეც ვალუტის ცვალებადობა დიდად არ აისახება. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთში შვრიის ცუდი მოსავალია, რის გამოც შვრია 10-დან 15%-მდე უნდა გაძვირდეს. ასევე შემოგვაქვს შესქელებული რძე. მთელი საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღებს ჩვენ ვამარაგებთ. ფასები ამ კუთხით ჯერჯერობით სტაბილურია“, - განმარტავს ლევან ზეგარდელი.


 

კომპანიის კომერციული დირექტორი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს, რაც სამომხმარებლო კალათას კიდევ უფრო გააძვირებს.

 

„საახალწლოდ ძვირი იმპორტი შემოდის, დოლარზე მოთხოვნა იზრდება ლარი კი უფასურდება. ჩვენი კომპანიაც ახალი წლისთვის ბევრ პროდუქტს შეიძენს, ამ პერიოდში შესყიდვები ხშირად სამმაგდება, შესაბამისად ბევრი პროდუქტი ბევრ დოლარს ითხოვს და ლარიც უფასურდება“, - განაცხადა ლევან ზეგარდელმა.

 

შპს „ლუანა“ დაარსდა 2015 წლის 29 სექტემბერს. კომპანია ახორციელებს, პროდუქციის შესყიდვას, როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისგან, აგრეთვე იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან. „ლუანა“ სავაჭრო წარმომადგენლების საშუალებით პროდუქციას აწვდის როგორც ჰიპერმარკეტებს, აგრეთვე საცალო, საბითუმო და ქსელურ მარკეტებს. მათი პროდუქციის პორტფელი მოიცავს: მაკარონს, ფქვილს, ბრინჯს, წიწიბურას, შვრიის ფანტელს, შესქელებული რძეს, სხვადასხვა დაკონსერვებული პროდუქციას, კანფეტს, ორცხობილას, ვაფლს, სხვადასხვა ტკბილეულს და ა.შ.


„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რატომ გაზარდა ბოლო ერთ თვეში „აგარის შაქარმა“ ფასი, მედიაჰოლდინგმა ამ კითხვებით კომპანიასაც მიმართ, პასუხებს კი ჩვენს მკითხველს მიღებისთანავე გავაცნობთ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up