„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

access_time2020-04-03 17:30:24

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა.


მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან გააგრძელებს.


„დღევანდელი COVID-19 კრიზის გამო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მუშაობა ისეთ პირველადი მოთხოვნის პროდუქტზე როგორიც შაქარია. ჩვენი ქარხნის ამუშავების შემდეგ, ივნისიდან დეკემრამდე გადამუშავებული იქნება საქართველოს ბაზრის მოთხოვნილების 50% , რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.აქვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა ავღნიშნო რომ ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები დაუბრუნდებიან თავის ჩვეულ სამუშაო გარემოს და 500-მდე ადამიანი ისევ დასაქმდება“-აცხადებს ალიზადე.


როგორც ცნობილია, ხელისუფლება ისეთი ადგილობრივი წარმოებების დატვირთვას იწყებს, რომლებიც „ეფექტურობის კუთხით რამდენიმე წლის წინ აქტუალური არ იყო“. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მათ შორის, ერთ-ერთია „აგარის შაქარი“, რომელიც თითქმის წელიწადზე მეტია კონსერვაციაშია.


„ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა და მთავრობის მიერ იყო მოწონებული მაგალითად, ისეთი ადგილობრივი წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქრის“ თავიდან ამუშავება, განახლება, რამეთუ, სრულიად შეცვლილია, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მხოლოდ ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც. ამიტომ, ისეთი წარმოებები, რომელიც მაგალითად, ეფექტურობის თვალსაზრისით  რამდენიმე წლის წინ არ იყო აქტუალური, დღეს უკვე სულ სხვა დატვირთვას იძენს“, - განაცხადა გახარიამ.


შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აგარაში მდებარე შაქრის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა.


კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მიზეზად ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა. საქმიანობის შეჩერების შემდეგ კომპანიამ შრომითი ხელშეკრულებები გაუუქმა თანამშრომლებს, თუმცა ქარხანაში დასაქმებული ადამიანების საპროტესტო აქციების შემდეგ, პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ქარხანამ მუშაობა 2018 წლის 1 ივნისიდან განაახლა და  რამდენიმე თვის შემდეგ ისევ გაჩერდა.


სოფო ქსოვრელი 






დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up