„სანამ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს...„ - აფხაზი ომის ვეტერანები საქართველოსთან ვაჭრობის წინააღმდეგ

„სანამ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს...„ - აფხაზი ომის ვეტერანები საქართველოსთან ვაჭრობის წინააღმდეგ

access_time2021-02-02 19:00:59

კომერსანტიგთავაზობთ EKHOKAVKAZA-  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს.

 

აფხაზეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარე სერგეი შამბა საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაციის და ამ გზით კონტრაბანდასთან ბრძოლის ინიციატივით გამოვიდა, რამაც საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია.

 

კერძოდ, ომის ვეტერანთა გავლენიანი ორგანიზაცია „არუაა“ საქართველოსთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობების წინაამღდეგია მანამ, სანამ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

 

სერგეი შამბამ ეს განცხადება  სატელევიზიო გამოსვლაში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს და აფხაზეთს შორის ვაჭრობა 30 წელია არსებობს, მისი აღმოფხვრა შეუძლებელია და შესაბამისად, უმჯობესია მისი ლეგალიზება.

 

დავაყენოთ საზღვარზე შესაბამისი სამსახურები, დავაკანონოთ პროცესი, იმიტომ, რომ საქართველოდან შემავალი ტვირთები არ იბეგრება და ბიუჯეტში არაფერი არ შედის. ამ პროცესით ცალკე აღებული ადამიანები მდიდრდებიან, მაგრამ არა სახელმწიფო. ეს დღესაც კი, კოვიდის დროს ხდება. საზღვარი ფაქტიურად დაკეტილია, მაგრამ პროდუქტები საქართველოდან მაინც შემოდის ჩვენს ბაზრებზე. ერთად-ერთი გზაა ამ ვაჭრობის ლეგალიზება. ბევრი ამას ეწინაამღდგება, იმიტომ, რომ თვითონ დაინტერესებულია, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტს მიღმა იყოს განაცხადა შამბამ.

 


„არუაას“ თავჯდომარის თემურ გულიას თქმით, ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან დაუშვებელია მანამ, სანამ თბილისი აფხაზეთს საკუთარ და ოკუპირებულ ტერიტორიად თვლის.

 

მტრულ საქართველოსთან რაიმე ტიპის ეკონომიკური ან სავაჭრო ურთიერთობები დაუშვებელია. ქართველი პოლიტიკოსები იმასაც ამბობენ რომ ჩვენ არა ერი, არამდე რაღაც მცირე ტომი ვართ. ისინი ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიად გვთვლიან. როგორი იქნება ტვირთების მარკირება? თუ იქნება ოფიციალური საბაჟო კონტროლი, ეს ტვირთბრუნვა როგორც დაფიქსირდება? სად მიდის ეს საქონელი? ქართველები არ დათანხმდებიან, რომ ტვირთი აფხაზეთის რესპუბლიკაში მიდის. მათ საბუთებში  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ჩაიწერება. ეს როგორც გამოვა, საერთოდ გაუგებარია  - თვლის გულია.

 

„არუაა“-ს აზრით, მთავრობამ კონტრაბანდასთან ბრძოლაზე, და არა მისი სისტემაში მოქცევაზე უნდა იფიქროს.

 

„თუ სასაზღვრო სამსახური და საბაჟო კონტრაბანდას ვერ უმკლავდებიან - არ ნიშნავს, რომ მისი ლეგალიზებაა საჭირო. უცნაურია, როდესაც ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავჯდომარე ამბობს „კონტრაბანდას ვერ ვაჩერებთ,  მოდით ის დავაკანონოთ“. თუ მთავრობა, საბაჟო და სამართალდამცავი ორგანოები ამოცანას ვერ უმკლავდებიან- ეს სახელმწიფოს და მთავრობის პრობლემა“ - ამბობს თემურ გულია,

 

მისი თქმით, ორგანიზაციის ამოცანაა  - სახელმწიფოს ინტერესებზე ზრუნვა და ქვეყნის და ერის სადარაჯოზე დგომაა.

 

„არუაა“ სერგეი შამბასგან ან საქართველოსთან ვაჭრობის ლობირების შეწყვეტას, ან გადადგომას მოითხოვს.

 

Ekhokavkaza.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up