აფხაზეთში ხელფასებსა და პენსიებს ვეღარ გასცემენ

აფხაზეთში ხელფასებსა და პენსიებს ვეღარ გასცემენ

access_time2020-06-19 21:30:58

აფხაზეთში ამ დრომდე ვერ გასცეს მაისის პენსიები, სოციალური დახმარებები და საჯარო მოხელეების ხელფასები. ოფიციალურ პირებს არ აქვთ ასევე პასუხი, გაიცემა თუ არა ისინი ივნისსა და ივლისში.შექმნილ კრიზისს აფხაზური მხარე კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლების მნიშვნელოვნად შემცირებას უკავშირებს – პანდემიის გამო დაიხურა რესტორნები, მაღაზიები, სასატუმროები და მსგავსი ობიექტები, რომლებიც ვერ ახორციელებდნენ კომერციულ საქმიანობას და, შესაბამისად, ვერ უხდიდნენ თანამშრომლებს ხელფასებს, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმასაც, რომ საპენსიო ფონდსა და საგადასახადო სამსახურში ფული ვეღარ შევიდა.


აფხაზეთის საპენსიო ფონდის თავმჯდომარის, დენის გულარიას თქმით, აფხაზეთში პენსიას დაახლოებით 45 ათასი მოქალაქე იღებს, დასაქმებული კი, ვინც საპენსიო შენატანს აკეთებს, 43 ათასია.


ამჟამად, როგორც გულარია ამბობს, აფხაზეთის საპენსიო ფონდი თავადაც ბიუჯეტის დოტაციაზეა, რომელიც თავის მხრივ, “სავალალო მდგომარეობაშია კარანტინის გამო”.


“ივნისის შრომით და სოციალურ პენსიებს გადავიხდით, უბრალოდ, გვიან. არა 18 რიცხვში, როგორც აქამდე იყო, არამედ 25-ში. ზოგიერთ რაიონში- ივლისის დასაწყისში. არასაკმარისი თანხების შევსება რესპუბლიკის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს”, – ამბობს გულარია.



როგორც გულარია აცხადებს, პროგნოზებით, 2020 წელს საბიუჯეტო თანამშრომლების ხელფასები უნდა გაზრდილიყო.


“ამ მოლოდინებიდან გამომდინარე, ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქის პენსია წინა წელს გაიზარდა, ახლა ეს ვალდებულებები შესასრულებელია, ფული კი არაა”.დაახლოებით 45 მილიონი რუბლია [დაახლოებით, 645 ათასი აშშ დოლარი] საჭირო ამჟამად იმისთვის, რომ ერთი თვის პენსიები გასცენ.


სიტუაცია რთულდება ხელფასების გაცემის თვალსაზრისითაც. ფინანსთა მინისტრის, ვლადიმერ დელბას თქმით, ყოველთვიურად დაახლოებით 300 მილიონი რუბლია [4 მილიონი აშშ დოლარი] საჭირო, რომ 20 ათასამდე საჯარო მოხელეს ხელფასი გადაუხადონ.


“მიმდინარე წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვანი დეფიციტით იყო მიღებული. ახლა ვპროგნოზირებთ, რომ დეფიციტი კიდევ გაიზრდება. ყოველივე ეს გვაიძულებს, მთლიანად ქვეყნის ბიუჯეტის პოლიტიკას გადავხედოთ”, – ამბობს დელბა.


ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ მაისის ხელფასებს გადაუხდიან მოქალაქეებს, რისთვისაც სხვა გარკვეულ ხარჯებს შეამცირებენ. ივნისის და ივლისის ხელფასების გაცემას კი ხალხს ვერავინ ჰპირდება.


netgazeti.ge


თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up