რუსების ბრძოლა უძრავი ქონებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში

რუსების ბრძოლა უძრავი ქონებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში

access_time2019-12-26 18:30:50

წლების განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება მიწის და უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხი. რუსეთის მხრიდან მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, არაღიარებულ რესპუბლიკაში ეს დღესაც აკრძალულია.


„კომერსანტი“ გთავაზობთ „ekhokavkaza.com“-ის სტატიას უცვლელად, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები. 


აფხაზების აზრით, უძრავი ქონების უცხოელებისთვის - ძირითადად რუსებისთვის  - მიყიდვის უფლების მინიჭების შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში ისინი იყიდიან მთელს აფხაზეთს, რაც მცირერიცხოვანი ეთნოსის გადაშენებას  გამოიწვევს. თუმცა, ამ აკრძალვის გამო ვერ ხდება რესპუბლიკის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გამოყენება, თანაც ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მოსკოვი  წლების მანძილზე  მოითხოვს.


ბოლო პერიოდში ეს საკითხი ისევ გახდა აქტუალური, ამჯერად იმის გამო, რომ  აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველად  დაიწყეს საუბარი გაყიდვის უფლების დადებით მხარეებზე. ამ მიმართულებით რუსული მხარეც  აქტიურობს.


რუსეთის საელჩოს და ადგილობრივი რუსული ორგანიზაციების თაოსნობით, ამ დღეებში  მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწის და უძრავი ქონების მიყიდვის თემები იქნა განხილული. სწორედ იქ მოხდა ის, რაზეც დღეს მთელი აფხაზეთი ლაპარაკობს. პირველად, ამდენი წლის მანძილზე, ხელისუფლების წარმომადგენელმა, კერძოდ, ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციცმა, განაცხადა, რომ ეს საკითხი უკვე მომწიფდა.


შესაძლებელია ავირჩიოთ რომელიმე რაიონი და იქ განვახორციელოთ საპილოტო პროექტი. რა უნდა აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეს, რომელიც მუშაობდა სადღაც ჩრდილოეთში, ჩამოდის აქ, და ყიდულობს უძრავ ქონებას იმისთვის, რომ  დარჩენილი წლები სითბოში გაატაროს? ალბათ უნდა თავისი ქონების კანონიერი ფლობა, გადასახადების გადახდა, შვილებისთვის მემკვიდრეობით გადაცემა, და ა.შ. დავიწყოთ რეალური ნაბიჯებით. ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, - მიიჩნევს ვიცე-პრეზიდენტი.


დისკუსიაში მონაწილეობდნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, რომელთა აზრით,  პილოტური ზონა უნდა შეიქმნას სოხუმში, რადგანაც ეს მიმართულება ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება.ის ფაქტი, რომ პირველად ათწლეულების მანძილზე ყინული დაიძრა და ოფიციალური პირები  მიწის და უძრავი ქონების გაყიდვის უფლების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ,  აფხაზეთში მწვავე დისკუსიის საგანი გახდა.


ყველაზე ხშირად ეს იდეა ფასდება, როგორც სამშობლოს გაყიდვა - მათ შორის ძირითადი ნაწილი კატეგორიული წინაამღდეგია ამ საკითხის ნებისმიერი ფორმით დადებითად გადაწყვეტის, უმცირესობა კი  გამონაკლისებს დასაშვებად მიიჩნევს.



პოლიტიკურად აქტიური აფხაზების ძირითადი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პრობლემას წარმოადგენენ არა პენსიონერები, არამედ რუსი ოლიგარქები, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ მთელი აფხაზეთის ყიდვა მიწის ბოლო სანტიმეტრამდე. მათ აზრით, ეს გახდება აფხაზეთის დასასრულის დასაწყისი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა გადაიქცევა მდიდარი რუსი ბიზნესმენების მომსახურე პერსონალად.

 

უძრავი ქონების გაყიდა აფხაზების თვალში უტოლდება დამოუკიდებლობის დაკარგვას, რადგანაც ინვესტორებს მოჰყვებიან რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც მალე გახდებიან იქაურობის სრული ბატონ-პატრონები.

 

სოციალურ ქსელებში ისმის რადიკალური მოწოდებები - გავერთიანდეთ, დავივიწყოთ წყენა, პოლიტიკური სიმპატიები და არავის არ მივცეთ სამშობლოს გაყიდვის უფლება!.დებატების ყველა მონაწილე დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი გააქვს რუსეთს, აფხაზური მხარე კი ჯერჯერობით  წინაამღდეგობას უწევს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს წინაამღდეგობაც სუსტდება. საბოლოო ჯამში, აფხაზეთს გაძარცვავენ და დატოვებენ გუდაუთის სექტორს, როგორც პალესტინაში.

 

თუმცა, უძრავი ქონების გაყიდვის უფლებას  გამოუჩნდა მომხრეებიც - ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კანონის მიღება არ უქმნის აფხაზეთს არანაირ რეალურ საფრთხეს. მათ ახსენდებათ ის დრო, როდესაც აფხაზეთი იყო სსრკ-ს ნაწილი, თუმცა, არავინ არაფერს არ ყიდულობდა.რუსი ოლიგარქები დღეს ცხოვრობენ ლონდონში ან ლაჟვარდოვან სანაპიროზე, აფხაზეთი მათ უფასოდ არ სჭირდებათ - თვლიან ისინი.

 

ისინი ახსენებენ ოპონენტებს, რომ რუსეთი უხდის პენსიებს აფხაზ მოხუცებს, ხოლო მიწა და უძრავი ქონება უნდა იყიდებოდეს ისე, როგორც ეს ხდება სხვა ქვეყნებში . თანაც, მოსახლეობის ზრდა გააცოცხლებს ეკონომიკას, რადგანაც ასეთი მცირე მოსახლეობის პირობებში ბიზნესის წარმოება შეუძლებელია.

 

მოწინაამღდეგეები პასუხობენ:

 

მიწის გაყიდვა არ შეიძლება, ის უნდა შევინარჩუნოთ ეროვნულ თვითმყოფადობასთან ერთად. რომ გავყიდოთ - არავინ არ დაიწყებს იქ ისტორიულ არტეფაქტების ძიებას   - გათხრიან ფუნდამენტს და ააშენებენ სახლს ან სუპერმარკეტს. უნდა მივმართოთ საერთაშორისო პრაქტიკას  - მივცეთ ბინადრობის უფლება, დროებითი ნებართვები, გრძელვადიანი იჯარა და ა.შ. იცხოვრე აქ 10 წელი დაფიქრდი, შეისწავლე ენა, ისტორია, კონსტიტუცია, და მერე  - კი ბატონო  - მიიჩნევენ ისინი.

 

უძრავი ქონების გაყიდვის მომხრეები პასუხობენ:

 

სახლები და ბინები ისედაც არაოფიციალურად იყიდება აფხაზეთში. უკვე ყელში ამოვიდა ეს დანგრეული შენობები, არა აქვს მნიშვნელობა ვინ აღადგენს, ოღონდ აღადგინოს. ჩვენ თუ გვსურს ენის შენარჩუნება - ვერავინ ვერ შეგვიშლის ხელს - ამბობენ ისინი.

 

შექმნილ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალურ გამოსავლად განიხილება რეფერენდუმი, თუმცა, უძრავი ქონების გაყიდვის მომხრეებს, ეს  აშინებთ. სავარაუდოდ, აფხაზეთის მოსახლეობის პოლიტიკურად პასიური უმრავლესობა  ამ საკითხის დადებით გადაწყვეტას ემხრობა.ასეა თუ ისე, ცალსახაა, რომ ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება არ იქნება მარტივი .აფხაზების უმრავლესობისთვის ეს არის წითელი ხაზი, რომლიც იქითაც არის მათი, როგორც ერის, გაქრობა.


თუმცა, ისიც ცალსახაა, რომ ხელისუფლება ვერ ეწინაამღდეგება რუსეთის მხრიდან დაჟინებულ მოთხოვნას  და ნელა-ნელა ნებდება.


 

ekhokavkaza.com

თენგიზ აბლოთია


თეგები:
აფხაზეთი



30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up