ოკუპირებულ აფხაზეთში სასტუმროები 80%-ით უკვე დატვირთულია

ოკუპირებულ აფხაზეთში სასტუმროები 80%-ით უკვე დატვირთულია

access_time2020-08-14 18:40:44

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვრის გახსნის შემდეგ, არაღიარებული რესპუბლიკის მიმართულებით რუსი ტურისტების ნაკადი დაიძრა. 10 დღეში ფსოუს გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით 300 000-მა ადამიანმა გადაკვეთა.


ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის კავშირის თავჯდომარის ანა კალიაგინას თქმით, სიტუაცია სექტორში უკვე დასტაბილურდა და ოკუპირებულ აფხაზეთში სასტუმროები 50-80%-ით შეივსო. განთავსების ადგილებში ფასები არ იზრდება და ამიტომაც იქ დასვენება 30%-ით იაფია, ვიდრე რუსეთის კრასნოდარის მხარეში.


საზღვრების გახსნასთან ერთად საკურორტო სეზონიც გამოცოცხლდა. ოკუპირებულ აფხაზეთის ქუჩებში და პლიაჟებზე როგორც იქნა ტურისტები გამოჩნდნენ. კალიაგინას შეფასებით, მათი რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელს გაუტოლდა.


„როდესაც საზღვარი გაიხსნა, ბევრი ტურისტი გამშვებ პუნქტთან ღამეს ათენებდა, შემდეგ, როდესაც აჟიოტაჟი ჩაცხრა, სიტუაცია ნორმაში ჩადგა. გარკვეულ პერიოდებში საექსკურსიო ავტობუსებით გადატვირთულობა შეინიშნებოდა, თუმცა, დღეს სიტუაცია სტაბილურია და გასული წლისგან არაფრით განსხვავდება“, - ამბობს კალიაგინა.


მისი თქმით, საზღვარზე სხვადასხვა დროს დატვირთვაც განსხვავებულია. ზოგჯერ მისი გადაკვეთისთვის 15-20 წუთი საკმარისია, ზოგჯერ კი 1,5-2 საათია საჭირო.



„ტურისტები ძირითადი ნაკადი დილის 8 საათიდანაა. სწორედ ამ დროს იწყება თვითმფრინავების და მატარებლების ჩამოსვლა. პიკი არის დღის პირველ საათამდე, შემდეგ საზღვარი მეტ-ნაკლებად თავისუფალია, საღამოს დატვირთვა ისევ იზრდება“, - ამბობს კალიაგინა.


პირველი ტურისტები ძირითადად კერძო სახლებში ცხოვრობდნენ, შემდეგ დაუწყო იმ ტურისტების ჩამოსვლა, ვინც სასტუმროში ადგილები დაჯავშნეს. 10 აგვისტოდან უკვე ჩამოდიან ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ტუროპერატორებს ჩამოჰყავთ და ისინი ძირითადად სასტუმროებში რჩებიან.


ოკუპირებული აფხაზეთის ტურისტულმა სექტორმა კარანტინის და დახურული საზღვრების გამო დიდი სირთულეები გამოიარა, ტურისტების ჩამოსვლამ კი მათ მშვიდად ამოსუნთქვის საშუალება მისცა. სიტუაცია სასტუმროებში არაერთგვაროვანია. ზოგიერთი 100% სავსეა, ზოგი კი - 30%-საც ძლივს ავსებს. თუმცა, აგვისტოზე მოლოდინები ძალიან პოზიტიურია.


„აგვისტოს შუა რიცხვებზე და ბოლოზე გაყიდვები საკმაოდ კარგია. საშუალოდ სასტუმროების დატვირთვა 80-%-ზეა მოსალოდენელი. ადგილები ჯერ კიდევ არის, დაჯავშნა კი გრძელდება. ფასები დიდად არ შეცვლილა, სასტუმროების მეპატრონეებმა გაძვირებისგან თავი შეიკავეს და ამიტომაც ჩვენთან დასვენება გაცილებით იაფია, ვიდრე სოჭში“, - განაცხადა კალიაგინამ.


სამხრეთ რუსეთის კურორტებზე ფასები საშუალოდ 30-40%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ოკუპირებული აფხაზეთის კურორტები დღეს ძალიან კონკურენტუნარიანია. ოკუპირებული აფხაზეთის სასტუმროებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომების მოქმედებს.


„ყველა რეგულაციების შესრულება შეუძლებელია. ტურისტების და ადგილობრივების ჯანმრთელობა საკუთარ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კალიაგინამ.


ტურისტების ჩამოსვლასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში ფინანსური მდგომარეობაც გამოცოცხლდა, ადგილობრივი „სბერბანკი“-ს მონაცემებით, საზღვრის გახსნამდე ბანკებში კვირის მანძილზე ნაღდი ფულის სახით საშუალოდ 90 მლნ. რუბლი შემოდიოდა, დღეს კი - 150 მლნ.-ზე მეტი. გარდა ამისა, ივლისის ბოლო რიცხვებში რუსული პლასტიკური ბარათების განაღდება დღეში 15 მლნ. რუბლს შეადგენდა, ტურისტული სეზონის გახსნისშემდეგ კი - უკვე 32 მლნ.


ekhokavkaza.com

თენგიზ აბლოთია


თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up