აფხაზეთში რუსი გიდებისთვის მუშაობის აკრძალვას გეგმავენ

აფხაზეთში რუსი გიდებისთვის მუშაობის აკრძალვას გეგმავენ

access_time2019-05-14 18:00:57


აფხაზების უმრავლესობას მოახლოებული ტურისტული სეზონი უფრო აინტერესებს, ვიდრე მოახლოებული საპარლამენტო  არჩევნები, რადგანაც ტურიზმს მათთვის გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უსარგებლო დეპუტატების ვინაობის დადგენას.


ადგილობრივების განწყობებზე დადებითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თურქეთმა 15%-ით გაზარდა დასვენების ღირებულება. შესაბამისად, აფხაზემბა ჩათვალეს, რომ ეს მათ მეტი რუსი ტურისტის მოზიდვის საშუალებას მისცემს.


ყველაფერი ე.წ. აფხაზეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილის ასტამურ ბარციცის განცხადების შემდეგ შეიცვალა. მისი თქმით, აფხაზეთში იმ გიდების მუშაობა აიკრძალება, რომლებიც არ გაივლიან სპეციალურ ატესტაციას  და სამინისტროში არ მიიღებენ შესაბამის ნებართვას.


„აფხაზეთის ტურისტული ბაზარი ძალიან საინტერესოა რუსებისთვის. ხშირად იქაური ტუროპერატორები აკომპლექტებენ  ჯგუფებს და ისინი არ იცნობენ აფხაზეთის კანონმდებლობას. ჩვენ გვყავს 700 სერტიფიცირებული გიდი და იმის გამო, რომ   ბევრი გიდი რუსეთიდან ჩამოდის, მათი დიდი ნაწილისთვის სამუშაო არ რჩება. გამოდის, რომ აფხაზეთი კარგავს როგორც სამუშაო ადგილებს, ასევე საბიუჯეტო შემოსავლებს. თანაც, არ ვიცით, რას უყვებიან ისინი ტურისტებს ჩვენზე, “ - განაცხადა ასტამურ ბარციცმა.


აფხაზური ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ადასტურებენ „რუსულ ექსპანსიას“ გიდების სამყაროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელს აფხაზეთში ჩამოსული მილიონი რუსი ტურისტიდან ნახევარი - ჩამოდის ერთი დღით. ამ ტიპის ვიზიტებში ერთადერთი მოგებული მხარე შესაძლებელია იყოს მხოლოდ გიდი.


თუმცა, ხშირად ასეთი ჯგუფები ჩამოდიან სოჭიდან თავიანთი გიდებით - რაც ბუნებრივად იწვევს ადგილობრივების თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენას.


ამ ინიციატივამ გამოიწვია ცხარე დებატები სოციალური ქსელებში.


„გიდებმა უნდა ჩააბარონ სპეციალური გამოცდა, უნდა იცოდნენ აფხაზეთის ისტორია და ჩაატარონ ექსკურსიები ქვეყნისადმი სიყვარულით. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩამოსულ გიდებს და კაცმა არ იცის რას ლაპარაკობენ. თანაც ისინი ართმევენ სამუშაოს ადგილობრივებს. სად გინახავთ, მაგალითად, თურქეთში, რომ რუს ტურისტებს ემსახურებოდნენ რუსი გიდები? ასე არ ხდება არსად, რატომ უნდა იყოს გამონაკლისი აფხაზეთი? ვინ იცის ჩვენი ქვეყანა ჩვენზე კარგად? თანაც სოჭში ჩვენი კონკურენტები არიან. რაც უფრო ნაკლებნი ტურისტი ჩამოვა აფხაზეთში - მით უკეთესი მათთვის,“ - ამბობენ სამინისტროს ინიციატივის მომხრეები.


ერთ-ერთმა ისიც კი განაცხადა, რომ თავად შეესწრო შემთხვევას, როდესაც რუსი გიდი უყვებოდა ტურისტებს, რომ „აფხაზები ჩამოვიდნენ მთებიდან და გააგდეს მკვიდრი ქართული მოსახლეობა.


თუმცა, არიან ამ იდეის მოწინააღმდეგეებიც.


„საერთოდ რაზეა კამათი? როგორც შეიძლება დარეგულირება, რომელი გიდი ეყოლება ტურისტულ ჯგუფს? გიდის მომსახურეობის ერთ-ერთი სახეობაა, როგორც ნაყინის ყიდვა - მინდა ვიყიდი, მინდა - არა. რა დროს გიდების რეგულირებაა?“ - თვლიან ტურიზმის სამინისტროს ინიციატივის მოწინააღმდეგეები.


ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, აფხაზეთში არსებულ საკურორტო პრობლემებს ემატება კიდევ ერთი - ბრძოლა რუს და აფხაზ გიდებს შორის.


ekhokavkaza


თეგები:
აფხაზეთი



საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up